,,მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016370
6
15/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010250050.35.108.016370
,,მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 15 იანვარი

ქ. სენაკი

,,მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანულ  კანონში  ,,ადგილობრივი თვითმართველობის  კოდექსი ცვლილების შეტანის  შესახებ” საქართველოს  2017 წლის 26 ივლისის №1251  ორგანული  კანონის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,  დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  სახსრებიდან  დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 25 მარტის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016264) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

ა)  დადგენილებით  დამტკიცებული წესის   მე-3  მუხლის  მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის  პირველი პუნქტის 1.5 ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

1.5.

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

გ)  დადგენილებით  დამტკიცებული ნუსხის  მე-7 პუნქტის 7.3, 7.5 და 7.7  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

7.3.

დასახლების საერთო კრების ოქმები

მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

7.5.

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.7.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერიისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი