დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 სექტემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016369 |
|
,,საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 სექტემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 სექტემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საპატიო წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ საკითხს იხილავს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.”; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას; გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას; დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს; ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს; ვ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას. 2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა; ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; გ) ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.”; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად. 3. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. 4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით. 5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე. 6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა ეს წოდება).’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები