დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10-18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016463 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016076) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „გ.ი“, „გ.კ“ და „გ.ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „გ.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ო) თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური;“; გ) „გ.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.პ“, „გ.ჟ“ და „გ.რ“ ქვეპუნქტები: „გ.პ) თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახური; გ.ჟ) თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; გ.რ) თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოხელეთა საშტატო ნუსხას „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები