დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016320 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 28/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016290) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის სტრუქტურა ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის სტრუქტურა აერთიანებს: ა) საქმისწარმოების განყოფილებას; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას; გ) საორგანიზაციო განყოფილებას; დ) საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას; ე) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას; ვ) სოციალურ საკითხთა განყოფილებას; ზ) გენდერული თანასწორობის განყოფილებას; თ) იურიდიულ განყოფილებას.“. |
2.
მე-6 მუხლის პირველი პუნქის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.’’ |
3.
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სოციალურ საკითხთა განყოფილება 1. სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა; გ) შესაძლებლობის ფარგლებში, უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება; დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახების აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) პერიოდულად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობა შესწავლის; ვ) დადგენილი ფორმით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი კონტიგენტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება; ზ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური დახმარებათა გაცემის ორგანიზება; ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება, იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად განისაზღვრება; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები