„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016316
2
12/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010250050.35.138.016316
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 27/11/2017, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.138.016287) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (კომისიის დებულება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე