„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016377
2/2018
15/01/2018
ვებგვერდი, 15/01/2018
010240060.15.008.016377
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2018

2018 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010240060.15.008.016326) დანართით განსაზღვრული ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების:

1. მე-2 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.”.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში კომისიის წევრს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება

1. კომისიის წევრს უფლება აქვს, კომისიაში არჩევის დღიდან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღემდე მიიღოს საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

2. შრომის ანაზღაურება კომისიის წევრს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

3. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომელშიც იმართება შუალედური არჩევნები.

5. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.”.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. კომისიის წევრის სახელფასო დანამატი

კომისიის წევრს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი შეიძლება მიეცეს:

ა) შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილ სხვადასხვა კომისიაში, საბჭოში, სამუშაო ჯგუფში საქმიანობის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის გამო;

გ) საერთო, შუალედური ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა რიგგარეშე არჩევნების დროს, შესრულებული ზეგანაკვეთური და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის გამო.”.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრის წახალისება ხორციელდება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.”.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასაარჩევნო პერიოდში, კომისიის წევრის ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” და ამ დადგენილების შესაბამისად.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი