შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე სანდრო შარაშიძე )

  • Word
შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე სანდრო შარაშიძე )
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "მალი XXI"
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/01/2018
ვებგვერდი, 15/01/2018
შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე სანდრო შარაშიძე )
შპს "მალი XXI"

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2018 წლის 15 იანვარი

სპეციალისტი: შპს „მალი XXI“-ის (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი გოგშელიძე მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23

ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M372

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: სანდრო შარაშიძე, პ.ნ. 61003004177, მის: ქ, ბათუმი, სერგი მესხის ქუჩა №46

აუქციონის ჩატარების დრო: 25.01.2018 წლის 12:00 სთ-დან 30.01.2018 წლის 16:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს “მალი XXI”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 57 820 აშშ დოლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ქუჩა ს. მესხი №46, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 314.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: 185.84 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 05.09.28.003. საკადასტრო კოდი: 05.29.28.012

უძრავი ნივთის აღწერა: ქ. ბათუმი, ქუჩა ს. მესხი №46, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 314.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: 185.84 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 05.09.28.003. საკადასტრო კოდი: 05.29.28.012

გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge- ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

 გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 17 კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1% -იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 კალენდარული დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე