დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სასტუმროს ახლად აშენებულად ჩათვლის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №62
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სასტუმროს ახლად აშენებულად ჩათვლის შესახებ
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის ამავე მუხლის 103 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სასტუმრო ახლად აშენებულად ჩაითვლება სასტუმროს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში შესვლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები