,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016353
4
12/01/2018
ვებგვერდი, 15/01/2018
010250020.35.167.016353
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010250020.35.167.016340).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის“ დებულებაში განხორციელებული იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის:

ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;“;

ბ)„გ“ და „დ“ პუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ზ)საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„თ) ერთიან საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანას;“

ე)  „ი“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას.

ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ს) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;“

ზ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ტ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარება;“;

თ) „უ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ფ) ადგილობრივი  თვითმმართველობის  თანამდებობის  პირების  პრესკონფერენციების  ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას,  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებას ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდისა  და  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების  საინფორმაციო  უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;“

კ) „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ქ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების  უზრუნველყოფასა და კონტროლს, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საკითხებთან  დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“

ლ) „ღ“  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) „შ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„შ) მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე; “;

ნ) „ჩ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო)“ჰ1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ჰ1“ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმის წარმოების და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის  განყოფილების ფუნქციები

ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;

გ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების და მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

დ)  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;

ვ)  ერთიან საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანას;

ზ) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ)  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ლ)   საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

მ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

ნ)    უზრუნველყოფს    მუნიციპალიტეტის    მერის    მიერ   გაწეული    მუშაობის    შესახებ    ანგარიშების მომზადებასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;

პ)  დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარებას;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამდებობის  პირების  პრესკონფერენციების  ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს- დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას,  პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას, ვებგვერდისა  და  საინფორმაციო-საკომუნიკაციო   სისტემების  საინფორმაციო  უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.“.

3. დებულების მე-5 მუხლის:

ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ე) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების  უზრუნველყოფას და კონტროლს, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საკითხებთან  დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“;

ბ) „ვ“  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„თ) მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე; “;

დ) „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მერიაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 თებერვლიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია