დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.167.016352 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016337). |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მერიის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.“. 2. მერიის დებულების II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“. 3.მერიის დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები“. 4. მერიის დებულების მე-5 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა)მერი; ბ)მერის პირველი მოადგილე; გ)მერის მოადგილე; დ)მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-უნდობლობის გამოცხადების, დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“. 5.მერიის დებულების მე-6 მუხლის ა) მე-3 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელით და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“; ბ) მე-3 პუნქტის „დ.ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“ გ) მე-3 პუნქტის „ე.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ლ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;“. 6. მერიის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე 1. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2.მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3.მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტებს.“. 7. მერიის დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „მუხლი 8. მერის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლით.“. 8. მერიის დებულების მე-9 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“; 9. მერიის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „1.მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“; 10. მერიის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „ზ)სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;“. 11. მერიის დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „7. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“. 12. მერიის დებულების მე-13 მუხლი ამოღებული იქნეს. 13. მერიის დებულების VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „თავიVI. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“. 14. მერიის დებულების 29-ე მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „ა) მერის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს;“. 15. მერიის დებულების 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. მერიის დებულების 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.“. 17. მერიის დებულების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები