დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67(74), 14/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს საზღვაო სანაოსნოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას მისი საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 18 წევრით.
4. კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 10 დეკემბერი.
N77–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები