„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016003
2
12/01/2018
ვებგვერდი, 12/01/2018
140070000.67.079.016003
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №2

2018 წლის 12 იანვარი

. თბილისი

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.67.079.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

1. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო პირის სპეციალური შემოწმება ტარდება ამ წესის  VIIთავის შესაბამისად“.

2. თავი VII-ის (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირის მიღებასთან, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თავი VII1 კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება“:

„თავი VII1 

კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება

მუხლი 351. კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება

1. სპეციალური შემოწმება ხორციელდება კანდიდატის სამსახურში მიღების ეტაპზე, შესაბამის თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნამდე ან მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

2. კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება მოიცავს კანდიდატის/მოსამსახურის პერსონალური მონაცემების, თანამდებობისათვის შეუთავსებელი ან თანამდებობის დაკავებისათვის ხელშემშლელი სავარაუდო გარემოებების (მათ შორის, ნასამართლეობა, წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები და სხვა) შეგროვებას და შესწავლას. 

3. კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალურ შემოწმებას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფი.

4. კანდიდატი ვალდებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის განმახორციელებელ შესაბამის დანაყოფს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია სპეციალური შემოწმების ჩასატარებლად.

5. სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის განმახორციელებელი შესაბამისი დანაყოფი კანდიდატისაგან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სპეციალური შემოწმების ჩატარების მიზნით უგზავნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფს.

6.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფი უფლებამოსილია კანდიდატის/მოსამსახურის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა უწყებიდან. 

7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფი სპეციალური შემოწმებისას ახორციელებს მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას.

8.   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფი, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სპეციალური შემოწმების შედეგებზე მომზადებულ დასკვნას უგზავნის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს. თუ დასკვნა შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, იგი იგზავნება საიდუმლოობის შესაბამისი გრიფით.

9. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის/მოსამსახურის  შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

10. კანდიდატი/მოსამსახურე ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გარეშე ინიშნება თანამდებობაზე, თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებამდე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელშიც სამსახურში მიღებისთვის დადგენილია კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება და ამ სახელმწიფო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებამდე პერიოდი არ აღემატება 3 თვეს.“.

3. თავი VII-ის (მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII2

მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება“.

4. 66- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. 2018 წლის 1 მაისამდე  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კანდიდატი/მოსამსახურე სამსახურის სისტემაში შეიძლება დაინიშნოს/მიღებულ იქნეს სპეციალური შემოწმების გავლის გარეშე. ამ წესით დანიშნული/მიღებული კანდიდატის/მოსამსახურის სპეციალური შემოწმება ტარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფის შექმნის შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა. სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების საფუძველზე მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი