დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.020322 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2018 - 01/04/2026)
|
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი“, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებს დაევალოთ, უზრუნველყონ ამ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა, ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართით გათვალისწინებული ფაქტორებიდან აუცილებელი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში 2017 წლის 31 დეკემბრამდე დაკავებულ თანამდებობებზე, თუკი ისინი აწესებენ დამატებით შეზღუდვებს. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/ პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 2. ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვა გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების შინაარსის მისადაგებას „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მოხელის შესაბამის იერარქიულ თანამდებობასთან. მუხლი 3 1. ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხორციელდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციათა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. 2. ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის შესაბამისობა დგინდება ამ თანამდებობის/პოზიციის ფუნქციათა ერთობლიობისა და ამ წესის დანართით განსაზღვრული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე; როგორც წესი, ფუნქციათა ერთობლიობის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილების განმსაზღვრელია ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ფაქტორებისა და ქვეფაქტორების სიჭარბე. 3. ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის მიზნით, ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მათი შესაბამისობის განსაზღვრა ამ წესის დანართით გათვალისწინებულ ფაქტორებსა და ქვეფაქტორებთან ხორციელდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისიის მიერ. 4. კომისიის გადაწყვეტილება ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის თაობაზე ფორმდება ოქმით. 5. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის დროს ითანამშრომლოს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროსთან, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. |
დანართი ფაქტორები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები