დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016212 |
12
23/02/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
010260020.35.135.016212
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2015 წლის 16 იანვრის №6 დადგენილება (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016121). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. |
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულოს მიერ. |
4.
სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
საბიუჯეტო განყოფილება; |
ბ)
სახაზინო განყოფილება; |
გ)
საბუღალტრო განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებითსამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
ა)
ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; |
ბ)
მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; |
გ)
მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; |
დ)
მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; |
ე)
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; |
ვ)
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ზ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; |
თ)
წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; |
ი)
დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; |
კ)
საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; |
ლ)
ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; |
მ)
საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; |
ნ)
ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ო)
წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; |
პ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; |
ჟ)
ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
რ)
მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
ს)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
საბიუჯეტო განყოფილების ფუნქციები |
საბიუჯეტო განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; |
ბ)
თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის შესახებ საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება; |
გ)
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის შედგენა თვეებისა და კვარტალების მიხედვით; |
დ)
მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მონიტორინგის პროცესში; |
ე)
ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების ანალიზი; |
ვ)
ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირების განხორციელება; |
ზ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
თ)
ინვესტიციების მოზიდვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; |
ი)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება; |
კ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. |
მუხლი 5.
სახაზინო განყოფილების ფუნქციები |
სახაზინო განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებისა და მისი შესრულების ანგარიშების შედგენა; |
ბ)
ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა; |
გ)
ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსების მიღება და შემოწმება; |
დ)
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ხარჯების ოპერატიული აღრიცხვა; |
ე)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. |
მუხლი 6.
საბუღალტრო განყოფილების ფუნქციები |
საბუღალტრო განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად; |
ბ)
დროულად განახორციელოს საბუღალტრო დოკუმენტაციის გაფორმება; |
გ)
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების თავისდროული აღრიცხვა და ყოველწლიური ინვენტარიზაცია; |
დ)
მოახდინოს ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროული აღრიცხვა; |
ე)
შეადგინოს კვარტალური და წლიური ბალანსი; |
ვ)
მოახდინოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება; |
ზ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები; |
თ)
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლიური განწერის ფარგლებში საბიუჯეტო დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსების განხორციელება. |
მუხლი 7.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. |
2.
სამსახურის უფროსი: |
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; |
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; |
გ)
შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; |
დ)
სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; |
ე)
შუახევის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ვ)
უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; |
ზ)
წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
თ)
ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; |
ი)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
კ)
უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; |
ლ)
ამზადებს მერის სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
მ)
სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; |
ნ)
წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; |
ო)
მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; |
პ)
ესწრება მერიის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; |
ჟ)
ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; |
რ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; |
ს)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმნისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; |
ტ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. |
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. |
მუხლი 8.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები