დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67(74), 14/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/12/1999 - 07/12/1999)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა (თან ერთვის).
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1999 წლის 26 ნოემბერი.
№33–Iს
დანართი
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა
პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისად 23, 21, 17 და 15 წევრით.
23 წევრიანი კომიტეტი:
1. დარგობრივი ეკონომიკის.
21 - წევრიანი კომიტეტები:
1. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების;
2. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის;
3. საფინანსო-საბიუჯეტო.
17 - წევრიანი კომიტეტები:
1. აგრარულ საკითხთა;
2. ეკონომიკური პოლიტიკის;
3. საგარეო ურთიერთობათა;
4. თავდაცვისა და უშიშროების;
5. თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის;
6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;
7. გადასახადებისა და შემოსავლების.
15 - წევრიანი კომიტეტები:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის;
2. საპროცედურო საკითხთა და წესების;
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
4. ეროვნულ ურთიერთობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
5. მთიანი რეგიონებისა და განსახლების.
პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან ფრაქციათა ხვედრითი წილი შეადგენს: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 49.7% (117 წევრი), საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარი – 7.6% (18 წევრი), მრეწველები – 6.3% (15 წევრი), ტრადიციონალისტი – 5.9% (14 წევრი), აღორძინება – 5.5% (13 წევრი), სოციალისტი – 5.5% (13 წევრი), აფხაზეთი – 4.6% (11 წევრი), XXI საუკუნე – 4.2% (10 წევრი), ერთიანი საქართველო – 4.2% (10 წევრი).
| N | ფრაქციის დასახელება | 23 წევრი | 21 წევრი | 17 წევრი | 15 წევრი |
| 1. 2. | მოქალაქეთა კავშირი | 12 | 10 | 8 | 7 |
| 3. 4. | საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარი | 2 | 2 | 1 | 1 |
| 5. 6. | მრეწველები | 2 | 2 | 1 | 1 |
| 7. 8. | ტრადიციონალისტი | 1 | 1 | 1 | 1 |
| 9. 10. | აღორძინება | 1 | 1 | 1 | 1 |
| 11. 12. | სოციალისტი | 1 | 1 | 1 | 1 |
| 13. 14. | აფხაზეთი | 1 | 1 | 1 | 1 |
| 15. 16. | ერთიანი საქართველო | 1 | 1 | 1 | 1 |
| 17. 18. | XXI საუკუნე | 1 | 1 | 1 | 1 |
| 19. 20. | დამოუკიდებლები | 1 | 1 | 1 |
|
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან და ფრაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და ფრაქციათა თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები არ არიან უფლებამოსილნი გაწევრიანდნენ კომიტეტებში, სმკ-ს უფლება აქვს ორ კომიტეტში გააწევრიანოს პარლამენტის 21 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად – 133 წევრი), საქართველოს რეგიონები–მაჟორიტარს – 3 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 20 წევრი), მრეწველებს – 6 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 20 წევრი), ტრადიციონალისტს – 3 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), აღორძინებას – 4 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), სოციალისტს – 4 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), აფხაზეთს – 7 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), ერთიან საქართველოს – 8 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), XXI საუკუნეს – 7 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები