დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016219 |
19
23/02/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
010260020.35.135.016219
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №18 დადგენილება (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016097). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1.
ეს დებულება ადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. |
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:
|
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
|
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. |
3.
შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.shuakhevi.ge. |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება |
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. |
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: |
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; |
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; |
გ)
ინფორმაციის განთავსებას; |
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისთვის; |
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. |
მუხლი 3.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი |
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. |
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. |
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია: |
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; |
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; |
გ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; |
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; |
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; |
ვ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. |
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: |
ა)
მუდმივად განახლებადი; |
ბ)
ყოველკვირეული; |
გ)
ყოველთვიური. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება |
1.
მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად. |
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური. |
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია: |
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ; |
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ; |
გ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ. |
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 5.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა |
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: |
ა)
მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
|
ბ)
მუნიციპალიტეტი;
|
გ)
თვითმმართველობა;
|
დ)
საჭირო ინფორმაცია;
|
ე)
ფოტოგალერეა; |
ვ)
ვიდეორგოლი; |
ზ)
კონტაქტი.
|
მუხლი 6.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
|
1.
ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
|
ა)
ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;
|
ბ)
სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა); |
გ)
ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით);
|
დ)
ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები); |
ე)
ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები); |
ვ)
ინფრასტრუქტურა;
|
ზ)
კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);
|
თ)
განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო,
სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);
|
ი)
ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები). |
2.
თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
|
ა)
საკრებულო:
|
ა.ა)
თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); |
ა.ბ)
მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
|
ა.გ)
საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა); |
ა.დ)
საკრებულოს ფრაქციები;
|
ა.ე)
საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა); |
ა.ვ)
საკუთრების უფლების აღიარების კომისია (უფლებამოსილება, კომისიის
შემადგენლობა);
|
ა.ზ)
აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); |
ა.თ)
ანგარიში.
|
ბ)
მერია: |
ბ.ა)
მერი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
|
ბ.ბ)
პირველი მოადგილე, მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
|
ბ.გ)
ადმინისტრაცია (სტრუქტურული ერთეულები, სტრუქტურული ერთეულის დებულება);
|
ბ.დ)
სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
|
ბ.ე)
ადმინისტრაციული ერთეულები (ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები, შემავალი დასახლებული პუნქტები, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
|
გ)
სამართლებრივი აქტები:
|
გ.ა)
კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები;
|
გ.ბ)
დადგენილებები; |
გ.გ)
გადაწყვეტილებები (საკრებულოს განკარგულებები);
|
გ.დ)
ნორმატიული აქტების პროექტები ( საკრებულოს დადგენილებათა პროექტები);
|
დ)
ბიუჯეტი:
|
ე)
მუნიციპალური პროგრამები;
|
ვ)
ტენდერები, აუქციონები და კონკურსები:
|
ვ.ა)
ტენდერები; |
ვ.ბ)
აუქციონები;
|
ვ.გ)
კონკურსები; |
ზ)
ერთი ფანჯრის სამსახური;
|
თ)
ვაკანსიები.
|
3.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები. |
4.
კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები