დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016264 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, „საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016255) და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი II
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 9521.2 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1000.0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გრანტები 7507.8 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1013.4 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
თავი III
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარეჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 8470.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1402.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1415.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 13.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
|
მუხლი 9.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი IV
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივების ცვლილება და სარეზერვო ფონდი |
მუხლი 10.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -351.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -545.6 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 545.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2017 წლის ბოლოსთვის 617.928 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 100.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი 2018 წლისათვის განისაზღვრა 20.0 ათასი ლარით. |
თავი V
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2018-2021 წლებისათვის პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 15.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები. |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულების აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, არაფინანსური აქტივების ზრდა და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების; წვევამდელთა გაწვევის ორგანიზების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის; შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების; რეზერვის აღრიცხვის; გაწვევის ორგანიზებისა და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვალდებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დასუფთავების ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას. გაგრძელდება არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობა, სპორტული მოედნების მოწყობა, არსებული სკვერებისა მოვლა-შენახვა და მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და სხვა. 3.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ასევე დაგეგმილია მისასვლელ და საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, ქუჩების რებილიტაცია. მდინარეებზე ხიდ-ბოგირების მოწყობა, ასევე გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში. დაიგეგმა მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლების, ხიდ-ბოგირების, ქალაქ საჩხერეში ქუჩების, მისასვლელი და საუბნო გზების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 3.1.1 თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თოვლისაგან გზების გაწმენდა და მოყინულ გზებზე მარილის მოყრა, ამით დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება. 3.1.2 ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში არსებულ მდინარეებზე: შუშაზე და იზვარაზე ხიდის, ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საკოხიაში ხიდბოგირის და სხვა ხიდებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაცია. 3.1.3 ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. საჩხერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზებზე რკინა-ბეტონის და ასფალტის საფარის მოწყობა; ქ. საჩხერეში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე; ქ. საჩხერეში დოსითეოს წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში ივ. გომართლის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის უკანა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში თამარ მეფის ქუჩაზე ახალ დასახლებაში არსებული ს/გზების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს მოწყობა და სხვა. 3.1.4 მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 08) 1. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სოფლებში რკინა-ბეტონის გზების მოწყობა და გზების რეაბილიტაციის პროექტირება. რითაც გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის სოფლებში ფეხითა და ავტომობილით მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. კერძოდ დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: საჩხერე-ქორეთის, სოფელ სპეთში (ხიდიდან სარიტუალო დარბაზამდე), სოფელ კორბოულში (ჩიჩინას გორიდან იუსტიციის სახლამდე), საავტომობილო გზების პროექტირება. სოფლებში: სხვიტორში, ორღულში, ღონაში, დრბოში, საკოხიაში, პერევში, კორბოულში, შომახეთში, ნიგვზარაში, სარეკში, ბაჯითში, მოხვაში, საირხეში, ჭორვილაში, ქორეთში (გოგატიშვილების უბანში), მერჯევში, ივანწმინდაში, გორისაში, ჯალაურთაში, მოძვში, ჭალოვანში, ღოდორაში, სავანეში, ბახიოთში, იტავაზაში, ეთო-ეხვევში, სპეთში, ცხამში, ჩიხაში (ქვედა სამების ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ცუხიშვულების უბანში) და სხვა მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა. 3.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, გარე განათების ქსელის მოვლა. უზრუნველყოფილი იქნება ქ. საჩხერისა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების დასუფთავება და ნაგვის გატანა. 3.2.1 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩების, სკვერების, მოედნების ყოველდღიური დასუფთავება. ქ. საჩხერიდან და მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებიდან და ცენტრალური საავტომობილო გზის პირებიდან ნაგვის გატანა, ნაგავსაყრელამდე მიტანა და სხვა. იმ ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სუფთა გარემო და კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობა. 3.2.2 საკანალიზაციო სისტემის, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში რუსთაველის ქუჩაზე სადრენაჟო სამუშაოების პროექტირება; სოფელ იცქისის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტირება (ქსელი და მაგისტრალი) და სხვა. 3.2.3 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საცხოვრებელო კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია: ქ. საჩხერეში, ბამბეულის დასახლებაში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე და სხვა, რაც შეცვლის ქალაქის იერსახეს. 3.2.4 საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის პროექტირება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კერძოდ: ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის შიდა ქსელის პროექტირება, სოფელ ცხამის სასმელი წყლის პროექტირება, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის შიდა ქსელის პროექტირება, სოფელ შომახეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა (ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში) და სხვა. 3.2.5 გარე განათება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში არსებულ გარე განათების ქსელზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები, ასევე გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, ქსელის გაფართოების სამუშაოები და სხვა. 3.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერის გამწვანება; სკვერების მოვლა-პატრონობა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, ასევე 2018 წელს დაგეგმილია ახალი სკვერების და დასასვენებელი ადგილების მოწყობა. 3.3.1 ქ. საჩხერის გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. გარე-განათების ქსელის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და სხვა. 3.3.2 სკვერების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში ს.დურმიშიძის ქუჩაზე ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები; ჩიჩინას გორაზე დასასვენებელი სკვერის მოწყობა (სამოქალაქო ბიუჯეტი); ქალაქ საჩხერეში წერეთლის ქუჩაზე ყოფილი სპორტული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და სხვა, რაც კომფორტულ გარემოს შეუქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. 3.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჭალასა და გორისაში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის მშენებლობა და სხვა. 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართებით ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამასთან ამ პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსება. 4.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 21 ერთეული საბავშვო ბაღი. რომელიც შედგება 44 სააღმზრდელო ჯგუფისაგან. საბავშვო ბაღებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი -საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი. არსებულ ბაღებში ირიცხება 1371 აღსაზრდელი რომელთა აღზრდას მოემსახურება 326 აღმზრდელი და ტექნიკური მუშაკი. სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის მიზანია, აღსაზრდელთა მომზადება სასკოლო ეტაპისათვის. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა. 4.2 ა(ა) იპ – საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება. აქ ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. 4.3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რებილიტაცია და აღჭურვა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია: სოფელ ჭალის, სოფელ სხვიტორის, სოფელ საირხის, სოფელ სარეკის, ქ. საჩხერეში აკ. წერეთლის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა და სხვა. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 5.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლისა და საცურაო აუზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორტსმენებზე ჯილდოების გაცემა. 5.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ: ფეხბურთში, ჭადრაკში, ჩოგბურთში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან იმედისმომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა სხვადასხვა სახის ჯილდოები. 5.1.2 ა(ა)იპ-საჩხერის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. აქ არსებულ 11 სპორტულ წრეში ჯანმრთელობას იკაჟებს 510 ბავშვი. 5.1.3 ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05 01 03) ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი საკუთარ შემოსავლებთან ერთად დაფინანსებას ღებულობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც. აქ სპორტული მკურნალობის კურსს გადის სქოლიოზითა და სხვადასხვა ტრამვებით დაავადებული ბავშვები. 5.1.4 სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050104) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების რებილიტაცია, ასევე – პროექტირება. გაგრძელდება სპორტული მოედნების მოეწყობა. კერძოდ: საჩხერის ცენტრალური სტადიონის პროექტირება; ქ. საჩხერეში მე-3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; სოფელ კორბოულში ტალახაძეების, ძაღლიძვლების და სისვაძეების უბნებში სპორტული მოედნის მოწყობა. სოფელ ნიგვზარაში საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მოწყობა და სხვა. 5.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები და სხვა. ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, სულ 8 ერთეული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. 5.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია დაფინანსდეს გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, გამოჩენილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ტრადიციული დღესასწაული – საჩხერლობა. 5.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას, ესთეტიკურ აღზრდას, ახალგაზრდების ჩართულობას თავისი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. 5.6 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია-მონასტრების დახმარება. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 6.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერების ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციების გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 6.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 6.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის ავადმყოფებზე და შემდეგი ოდენობით: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული – ქირურგიული ოპერაცია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია და სხვა სამედიცინო მომსახურობა, სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა ჩაერიცხება, სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციარს რომელსაც ესაჭიროება: ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული, პოზიტრონულ-ემისიური და კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპია, ფიბროსკოპია,ან სხვა სახის კვლევა, სახელმწიფო ან სხვა სამედიცინო სადაზღვეო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განესაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ქრონიკული დაავადებების მქონე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიურად 150 (ასრმოცდაათი) ლარამდე. 4. მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეებს, რომლებიც დიალიზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქებში მიეცემათ 120 (ას ოცი) ლარი ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის. 6.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური უზრუნველყოფა, ყრუთა კავშირისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სუბსიდირება. 6.2.2.1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02 01) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ერჯერადად წელიწადში. 6.2.2.2 საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 02 02) ამ პროგრამის ფარგლებში უნარშეზღუდულ ბავშვებზე გაიცემა სუბსიდია სხვადასხვა ხარჯებისათვის. 6.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) 1. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ომის მონაწილე ვეტერანებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) სხვა სახელმიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი,უნგრეთი) მებრძოლ ომის მონაწილეებს; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს. წლის განმავლობაში ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარამდე. 2. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა ფულადი დახმარება 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 6.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება, წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე. 2. ოჯახს, რომელსაც შეეძინა მეექვსე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით ჩაერიცხება საბავშვო ანაბარზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შესაბამის ბანკში 18 წლის ასაკამდე. 3. ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეოთხე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით მიეცემა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (90 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს. 5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს. 6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა, სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი; განსაკუთრებით შემთხვევაში შესაძლებელია დახმარება გაეწიოს ოჯახებს, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარამდე, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 6.2.5 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ,,უფასო სადილით“ უზრნველყოფის მიზნით დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). 6.2.6 სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯები თითოეულზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 6.2.7 საჩხერე - პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობისათვის ქ. საჩხერედან და პირიქით უფასო საავტობუსო რეისები. ამ მომსახურებით ისარგებლებენ, როგორც პერევის, ასევე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. 6.2.8 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით და ოდენობით: ა) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი თავისი სახსრებით ცდილობს დაზიანებული ქონების აღდგენას არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დ) ეპიდემიის შედეგად, მასობრივად დაწყვეტილი პირუტყვის (ორი ან მეტი) შემთხვევაში, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 6.2.9 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინის ქირის გადახდა. მაქსიმალური გასაცემი თანხა თვეში არ უნდა აღემატებოდეს 130 (ას ოცდაათი) ლარს. 6.2.10 ინტეგრირებული დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 04) ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებულ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის ცენტრის სუბსიდირება. |
თავი VI
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 17 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 18 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 19 |
2018 წლის განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე პრემიები და დანამატი გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 20 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სტრუქტურული ერთეულების სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 0104-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2018 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათასი ლარი მიიმართოს გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის განსახორციელებლად, სამხედრო განყოფილების დასაფინანსებლად და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯებისათვის. |
მუხლი 25 |
2018 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები