„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017056
6
10/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010320040.22.033.017056
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №6

2018 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) ფოტო- და ვიდეოგადაღებების უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან ბიზნესსექტორთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) პროტოკოლის მიმართულებით ან/და საერთაშროსიო ორგანიზაციებთან/დონორებთან ურთიერთობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნაც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე