„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.164.016274
42
08/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010250040.35.164.016274
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2018 წლის 8 იანვარი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  38-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014,  010250040.35.164.016109), კერძოდ: 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეების),  ასევე ფრაქციის მდივნის და სხვა უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი