,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 07/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016326
4
08/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010250020.35.152.016326
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2018 წლის 8 იანვარი

ქ. დუშეთი

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №33 დადგენილებაში  (matsne.gov.ge, 27/11/2017, ს/კ 010250020.35.152.016313), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.“ .

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი