დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.020316 |
|
საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით:
1. დაევალოთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, 2018 წლის 20 იანვრამდე, უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეათანხმონ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი ან/და საშტატო რაოდენობა. 3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილების მიზნით: ა) იხელმძღვანელონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი პროექტის განმარტებით ბარათს თან დაურთონ საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შესახებ ინფორმაცია, დანართი №2-ის შესაბამისად. 4. სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ევალებათ საქართველოს მთავრობასთან ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმება, ასევე იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები