ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
08/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010250050.35.164.016272
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/01/2018 - 15/01/2019)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2018 წლის 8 იანვარი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.164.016234, 15/02/2017).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი



დანართი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა

თავი I

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომშიპროგრამა ) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდანმოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფამუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას , ადგენს სოციალური დახმარების სახეებს , დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს .

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება .

2. მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ .

3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა .

4. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა .

5. უმუშევართა რეგისტრაცია , მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა .

6. უსახლკაროთა რეგისტრაცია , მათი უზრუნველყოფა თავშესაფარით .

 

თავი II

სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

მუხლი 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

სოციალური დახმარებით მოსარგებლე /ბენეფიციარები არიან :

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები .

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ) ოჯახები .

3. ობოლ (უდედმამო ) და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ) ოჯახები .

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები .

5. სოციალურად დაუცველი ოჯახები .

6. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტშვილიანი ) ოჯახები , სადაც მინიმუმ 3 ბავშვია არასრულწლოვანი .

7. მარტოხელა მშობლები , რომელთაც ჰყავთ ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ) შვილი .

8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ) ოჯახები .

9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირები (გარდაცვალების შემთხვევაში , დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის ).

10. ოჯახი , რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებასსამედიცინო ჩარევას , კვლევას , მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა ), მაგრამ არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს ) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის , კვლევის , მკურნალობის დაფინანსებას .

11. 100 წლის და 100 წელზე ხნიერი პირები .

12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები .

13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები .

14. იშვიათი , თანდაყოლილი , მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები (ცელიაკია , ფენილკეტონურია , ჰემოფილია ).

15. ომის ვეტერანები (სადღესასწაულო და სარიტუალო დახმარება ).

16. ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტები (თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით ).

17. სოციალური დახმარება გაეწევათ ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრებ მოსახლეობას (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში მოეთხოვება სსიპსახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადებაანკეტის (ფორმა №1) ასლი , ხოლო ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა .

 

თავი III

 

 

სოციალური დახმარების დაფინანსება , ბიუჯეტი , რეალიზაციის ვადა , საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 4. სოციალური დახმარების დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი , სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 364,0 (ათასი ) ლარი .

მუხლი 5. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახისათვის :

) განცხადება (მშობლის , შვილის , მეურვის , სრულწლოვანი და -ძმის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ) ოჯახისათვის :

) განცხადება (მშობლის , მეურვის , სრულწლოვანი და -ძმის );

) განმცხადებლის (მშობლის , მეურვის , სრულწლოვანი და -ძმის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ;

) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .

3. ობოლ (უდედმამო ) და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ) ოჯახისათვის :

) განცხადება (განმცხადებელიოჯახის ერთ -ერთი სრულწლოვანი წევრი ან მეურვე );

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ბავშვ (ებ )ის დაბადების მოწმობის ასლ (ებ ) ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი .

4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის :

) განცხადება (მშობლის );

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი .

5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის , რომელთა სარეიტინგო ქულასოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზისმიხედვით 57000-ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია :

) განცხადება (მოსარგებლის , მეურვის , მშობლის , სრულწლოვანი და -ძმის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებიდან .

6. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტშვილიანი ) ოჯახები , სადაც მინიმუმ 3 ბავშვია არასრულწლოვანი : ) განცხადება (მშობლის );

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი .

7. მარტოხელა მშობლისათვის , რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ) შვილი :

) განცხადება (მშობლის );

) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ბავშვ (ებ )ის დაბადების მოწმობის ასლ (ებ )ი;

) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ .

8. იძულებით გადაადგილებული (დევნილი ) ოჯახისათვის :

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .

9. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის :

) განცხადება (გარდაცვლილის ოჯახის წევრის );

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) გარდაცვალების მოწმობის ასლი .

10. ოჯახისათვის , რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას :

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;

) ინვოისიანგარიშ -ფაქტურაკალკულაცია , (სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები );

) ცნობამიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან , იმ შემთხვევაში , თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას .

11. 100 წლის და 100 წელზე ხნიერი პირები :

) განცხადება (მეუღლის , შვილის , დედმამიშვილის , მეურვის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .

12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები :

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .

13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები :

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .

14. იშვიათი , თანდაყოლილი , მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები : (ცელიაკია , ფენილკეტონურია , ჰემოფილია ).

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

  ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .

15. მეორე მსოფლიო ომის , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში , დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის :

) განცხადება (შვილის , მშობლის , მეურვის , დედმამიშვილის , მეუღლის );

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი ;

) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .

16. ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით :

) განცხადება (მოსარგებლის , ოჯახის წევრის );

) პირადობის მოწმობის ასლი ;

) ინვოისიანგარიშ -ფაქტურა -კალკულაცია ;

) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .

მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა

1. სოციალური დახმარება ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე გაიცემა შემდეგი ოდენობით :

პირველ ბავშვზე – 200 ლარი , მეორე ბავშვზე – 250 ლარი “ (ტყუპების შემთხვევაშითითოეულს 200 ლარი ).

2. სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე , რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას , თანხა განისაზღვროს კომისიის გადაწყვეტილებით 50 ლარიდან .

3. სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთჯერადი დახმარება ზამთრის სეზონზე სათბობი შეშის შესაძენად (ასი ლარის ოდენობით ) მომართვის საფუძველზე .

4. მრავალშვილიან ოჯახზე , რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანისადღესასწაულო დღეებში , წელიწადში სამჯერ ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით 4 შვილზე 100 ლარი , 5 შვილზე – 150, 6 შვილზე და მეტზე – 200 ლარის ოდენობით .

5. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა ) ოჯახზეელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარის ოდენობით ).

6. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელი სარიტუალო ხარჯებისათვის – 200 ლარი . ასევე ომის ვეტერანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სარიტუალო ხარჯისთვის - 250 ლარის ოდენობით .

7. ოჯახზე , რომლის წევრი საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკურ კვლევას და სხვა სახის სამედიცინო დახმარებასსაყოველთაო დაზღვევით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 500 ლარამდე – 50%, 500-1000 ლარის – 30%, 1000 ლარის ზევით 20%. მაქსიმალური გასაცემი თანხა შეადგენს 500 ლარს .

8. დიალიზის პროგრამაში ჩართული გაჭირვებული პაციენტების უზრუნველყოფა ტრანსპორტის ხარჯით , თვეში 100 ლარის ოდენობით .

9. ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით 50-250 ლარის ფარგლებში , ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით .

10. ოჯახზე , რომელიც არის სოციალურად დაუცველი უსახლკარო , შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზეყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა , ბინის ქირის დასაფარად .

11. მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირებზე ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარი ).

12. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს , 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი საჩუქარი – 100 ლარის ოდენობით . მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებს ყოველთვიური თანადაფინანსება ელექტროენერგიის საფასურზე – 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარი ).

13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზეერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი .

14. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტთა დახმარება მედიკამენტების შესაძენი და სამედიცინო გამოკვლევების დასაფინანსებელი თანხით , წელიწადში 400 ლარის ოდენობით თითოეულ პაციენტზე .

15. იშვიათი , თანდაყოლილი , მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია , ცელიაკია , ფენილკეტონურია ) მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე .

მუხლი 7. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია :

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე .

2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისმინიმალური სოცპაკეტის გამანაწილებელი კომისია “.

3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად ) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე .

4. სამედიცინო კვლევის , მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე , საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე , საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში .

5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში , თანხა გაიცემა ოჯახის ერთ -ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე , რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .

6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში .

მუხლი 8. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან :

1. საორგანიზაციო ნაწილშიყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო , ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის , ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება .

2. საფინანსო ნაწილშიყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო , ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება .

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით .