ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.129.016267
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
05/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
190040000.35.129.016267
ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/01/2018 - 02/02/2018)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2018 წლის 5 იანვარი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ (სსმ, 01/09/2015; სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.129.016178).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

 

1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2150

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე

1800

4

მერის პირველი მოადგილე

1700

5

მერის მოადგილე

1600

6

პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1500

7

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1100

8

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1000

9

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

700

10

მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

650

11

მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

600

12

მეოთხე რანგის მეორე  კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

550