დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016259 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „
ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4
და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №27 დადგენილებაში (სსმ, 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016240) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ და ადამიანური რესურსების მართვას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“ ; |
გ)
ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი;
|
დ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;“ |
ე)
ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
|
ვ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება 1. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება აერთიანებს განყოფილების უფროსს, მერის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს. 2. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერისა და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მერისა და სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას; დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; |
ზ)
ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები