“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016395
1
05/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010250050.35.153.016395
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2018 წლის 5 იანვარი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge,22/11/2017. 010250050.35.153.016376), კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან“.

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“, „გ.ე“, „დ.ა-დ.გ“, „დ.ზ“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს“;

„გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით“;

„დ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ორგანული კანონით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

„დ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ“;

„დ.ზ)ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ“;

„ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“;

 გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“;

ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.“;

ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;  ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;“;

ზ) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით“;

თ) 27-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 (matsne.gov.ge,11/08/2014., 010250020.35.153.016209) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 (matsne.gov.ge,20/01/2015., 010250050.35.175.016055) დადგენილებები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე