„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 05/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016772
272
04/01/2018
ვებგვერდი, 05/01/2018
010130000.22.027.016772
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №272

4 იანვარი 2018 წ.

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემა შესაძლებელია საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, თუ მასზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მის მიერ პასპორტის მისაღებად ნების გამოხატვა და მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, თუ ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა.  ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობით/დოკუმენტით;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, თუ შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. ეს დანაწესი არ ვრცელდება პირზე, რომელზეც გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი მისი ნების გამოხატვის გარეშე ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 5 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე