„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 04/01/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016002
1
04/01/2018
ვებგვერდი, 04/01/2018
140070000.67.079.016002
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2018 წლის 4 იანვარი

. თბილისი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge,  29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.67.079.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის მოსამსახურეები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობენ ამავე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, 2018 წლის 1 იანვრიდან კონკურსის გარეშე დაინიშნონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი