საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/4/N885 - 1231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016270
  • Word
3/4/N885 - 1231
29/12/2017
ვებგვერდი, 10/01/2018
000000000.00.000.016270
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/4/№885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №928, №929, №931, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224, №1231

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: 1) №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224 კონსტიტუციურ სარჩელებზე: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით“, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 83 მუხლის და 84 მუხლის პირველი პუნქტის; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-6 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2) №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებზე: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3) №931 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 83 მუხლის; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

4) №1231 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტის, 81, 83 და 84 მუხლების; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 1433 მუხლის მე-4 ნაწილის; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის; დ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის; ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – თამარ კორძაია, მარიამ ავალიშვილი, ირმა ნადირაშვილი, ვლადიმერ ლომსაძე, ნანა ანჩაბაძე, გურამ იმნაძე, ნიკა მაისურაძე. მოსარჩელე – საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – მიხეილ შარაშიძე; მოსარჩელეების – გიორგი დიასამიძის, ასმათ დიასამიძის, გიორგი კირთაძის, გია აბულაძის, ელგუჯა ბაგრატიონის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი: მირდატ ქამადაძე; მოსარჩელეები, ასევე მოსარჩელეების – მარიამ ხონელიძის, ოლღა შერმადინის, თამარ ჭუბაბრიას, ნონა ქურდოვანიძის, გიორგი ტაბატაძის, მერი დაუშვილის, მედეა ფანცულაიას, სანდრო ბურჯანაძის, მიხეილ ჯახუას, თეონა ტურაშვილის, ალექსანდრე ქევხიშვილის, ეკა ქობესაშვილის, თამარ გიორგაძის, ნინო გოგუაძის, სოფია კვარაცხელიას, გვანცა ყიფიანის, თამარ წერეთლის, ხატია არსენაშვილის, მურადი ჭაბუკაშვილის, გიორგი ქიტიაშვილის, მარიამ ოზაშვილის, ნათია იმნაძის, მაია გიგინეიშვილის, ლაზარე ჯიბლაძის, ელენე ჩავლეიშვილის, ნინო ერემაშვილის, ლევან სამუშიას, გიორგი ხატიაშვილის, ასმათ გოდერძიშვილის, ედუარდი მარიკაშვილის, გიორგი მშვენიერაძის, ირმა პავლიაშვილის, კონსტანტინე ჩიკორაიას, ნინო ჯომარჯიძის, მურადი შუბითიძის, თამარ გაიპარაშვილის, გვანცა ზარიძის, მერი მახარაშვილის, ქეთევან ესვანჯიას, გიორგი კლდიაშვილის, ნიკა ეგრისელაშვილის, შალვა სვანიძის, თეონა ზაქარაშვილის, თორნიკე ნინიკაშვილის, შალვა შავგულიძის, მარიამ ჯიქიას, გიორგი მელაძის, მარიამ თუთბერიძის, თამარ იაკობიძის, მარიამ ფაცაციას, ნინო ბაღაშვილის, თამთა კახიძის, ალიკა კუპრავას, ლაშა სენაშვილის, გიორგი ნასრაშვილის, ანა გურიელის, მზია გოჩელაშვილის, სოფიო ასათიანის, ნინო ნოზაძის, ნიკა მაისურაძის, ქეთევან თოფურიას, გიორგი გოგოხიას, მარიამ მსხილაძის, მარინა გვიმრაძის, ლევან ოსაძის, ანი მერაბიშვილის, გოგა თუშურაშვილის, გვანცა ცუხიშვილის, გიორგი მუმლაძის, მარიამ გაბრიჩიძის, იმედა გაბაშვილის, სულხან სალაძის, ქეთი ჩუთლაშვილის, მარიამ მხატვარის, ანა ნასრაშვილის, დემეტრე წიქორაძის, სანდრო კარტოზიას, კესო ხუბუას, ლილი ტანიაშვილის, მარიამ ხურცილავას, თამარ კაზაზიშვილის, ნინო ჭელიძის, ნინო ბერიშვილის, ბარბარე მაჭარაშვილის, ჯუმბერ ქათამაძის, ინგა სამხარაძის, გიორგი წამალაიძის, ბექა მეგრელიშვილის, სოფიკო ვერძეულის, ეთერ გვრიტიშვილის, თამარ აბაზაძის, მაია გელაშვილის, მაგდა ჯიმშელეიშვილის, ლევან ავალიშვილის, საბა ბუაძის, ნინო მერებაშვილის, ნიკოლოზ ლეგაშვილის, თამარ გიორგობიანის, გურამ იმნაძის, მარიამ ბეგაძის, სოფიკო ალექსიძის, დავით ყაჭეიშვილის, ლილია ჩიხლაძის, სოფიო ჯოჯუას, ლუკა სომხიშვილის, მირანდა ფუტკარაძის, თინათინ ბოლქვაძის, გიორგი კორძაიას, გიორგი ლომთაძის, სალომე ოკრიბელაშვილის, გოგა ხატიაშვილის, გიორგი როჭიკაშვილის, რუსუდან მჭედლიშვილის, ლინა ღვინიანიძის წარმომადგენლები: გიორგი ჩიტიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე. მოსარჩელეების – ია ჩხენკელის და გიორგი ჩიტიძის წარმომადგენლები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე. მოსარჩელეების – მიხეილ ნადარეიშვილის, გიორგი ბურჯანაძის, თამთა კაპანაძის წარმომადგენლები: გიორგი ჩიტიძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: თინათინ ერქვანია, გიორგი ჩიფჩიური, ბაჩანა სურმავა და ალექსანდრე გოგუაძე.

მოწმეები – სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით გაბეხაძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე ბექა ზეგარდელი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ავთანდილ ბარამიძემ, გივი მითაიშვილმა, ნუგზარ სოლომონიძემ და სხვებმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910 კონსტიტუციური სარჩელები გადაეცა 2017 წლის 7 აპრილს, ხოლო №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924 კონსტიტუციური სარჩელები - 2017 წლის 11 აპრილს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №928, №929) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი დიასამიძემ და ასმათ დიასამიძემ. №928 და №929 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 19 აპრილს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №931) მიმართა საქართველოს მოქალაქე თამარ კორძაიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 19 აპრილს.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მარიამ ხონელიძემ, უშანგი მიქელაძემ, გივი ჩიხლაძემ და სხვებმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად №932 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა 2017 წლის 19 აპრილს, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955 კონსტიტუციური სარჩელები - 2017 წლის 20 აპრილს, ხოლო №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970,971,№972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990 კონსტიტუციური სარჩელები - 2017 წლის 21 აპრილს.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ლელა დუმბაძემ, ვახტანგი ნაცვლიშვილმა, ნიკა ჯეირანაშვილმა და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 21 აპრილს.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – მარიამ ფაცაციამ, ნინო ბაღაშვილმა, თინათინ ბეშკენაძემ და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 21 აპრილს.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – თეონა ბაკურიძემ, ნიკა მაისურაძემ, ქეთევან თოფურიამ და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 25 აპრილს.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ლილი ტანიაშვილმა, გია აბულაძემ, მარიამ ხურცილავამ და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 27 აპრილს.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – მარიამ ბოგვერაძემ, ირინე წუწუნავამ, მაია გელაშვილმა და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 28 აპრილს.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1213) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. №1213 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 10 მაისს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1220, №1221, №1222, №1223, №1224) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა – მარი ბერაძემ, მარიამ არაბიშვილმა, ირინე კურტანიძემ და სხვებმა. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 24 მაისს.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველ ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1231) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1231 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 7 ივნისს.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ლალი ფაფიაშვილისა და მერაბ ტურავას წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელებზე დავის გადაწყვეტა გულისხმობს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული კომუნიკაციის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სტანდარტების განმარტებასა და გამოყენებას, შესაბამისად, 2017 წლის 17 მაისის №3/2-1/№885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №928, №929, №931, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970,971,№972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, 1098, 1099, 1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომები, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 20, 21 და 22 ივნისს, 7 და 8 ივლისს და 7 სექტემბერს.

14. №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970,971,№972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

15. №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

16. №931 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

17. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველი შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტი კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. ამავე კანონის 81 მუხლი ადგენს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“) უფლებას, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები და უშუალოდ განახორციელოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომი ღონისძიებები, ამასთან, კანონით დადგენილი საკითხების დასარეგულირებლად გამოსცეს ნორმატიული აქტები. ამავე კანონის 83 მუხლი უფლებამოსილ ორგანოს ანიჭებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, მათი შენახვის და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე წვდომის შესაძლებლობას. ამავე კანონის 84 მუხლი კი განსაზღვრავს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების წესს, პირობებს და სააგენტოს უფლებამოსილებას, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვროს ნორმატიული აქტით.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანოდ განსაზღვრავს სააგენტოს. ამავე კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებას, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერისას გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა; კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის დროს გამოიყენოს ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, ხოლო გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა განახორციელოს სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით.

20. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, ასევე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს სააგენტოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც დაკავშირებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასა და გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან. დასახელებული ღონისძიებების განხორციელება კი გათვალისწინებულია უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს სააგენტოს უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები, კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ამ მიზნების მისაღწევად ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა, მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილება და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის შეიძინოს, შექმნას და კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. ამავე კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებისათვის სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების უფლებამოსილებას, მათი გამოყენების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შესაძლებლობას, განსახორციელებელ ღონისძიებებს და ამ ღონისძიებების განხორციელების წესს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სააგენტოს მიერ მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის მიზანს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მონაცემთა ცენტრალური ბანკის შესაქმნელად სააგენტოს აღჭურავს უფლებამოსილებით, ჰქონდეს დისტანციური წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა, ნორმატიული აქტით განსაზღვროს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით შენახვა, რომელიც აუცილებელია მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-13 მუხლი ადგენს ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციებელის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავს სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არაუმეტეს 12 თვით შენახვის უფლებამოსილებას და ამ ვადის გაგრძელების წესს. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას. კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი, ამასთან, სააგენტოს უფროსი სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენამდე წარუდგენს სამსახურის უფროსს.

21. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებისა და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების სახით, საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.

22. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო.

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

24. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმების ანალოგიური შინაარსის, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა, არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. სადავო ნორმების მიხედვით, დასახელებულ ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც მოსარჩელეები ამგვარი პროფესიული დაინტერესების მქონე უწყებად მიიჩნევენ.

25. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სააგენტო შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში. იგი ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მითითებებს, რაც ამ უკანასკნელს პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოდ აქცევს. სააგენტო აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით და ძალაუფლებით, მიიღოს ინფორმაცია კომუნიკაციის საშუალებებიდან. ამასთან, ასეთი ორგანოები შესაბამის საქმიანობას გასაიდუმლოებულ ვითარებაში ახორციელებენ, რაც მინიმუმანდე ამცირებს როგორც საზოგადოებრივ კონტროლს, ისე კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებით განხორციელებული ხელყოფის ფაქტის გამოაშკარავებას. პროფესიულად დაინტერესებელი ორგანოს თითქმის შეუზღუდავი წვდომა ადამიანების კერძო კომუნიკაციის უდიდეს ნაწილზე და დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიერ მისი ეფექტური კონტროლის არარსებობა გაუმართლებლად ლახავს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კომპეტენციის დამოუკიდებელი ორგანოსათვის მინიჭება.

26. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ისინი სადავოდ არ ხდიან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ინსტიტუტის კონსტიტუციურობას, სადავოდ არის გამხდარი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომის, ისევე როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობის სააგენტოსათვის მინიჭება.

27. მოსარჩელეები კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევის არგუმენტად აღნიშნავენ, რომ ადამიანის თავისუფალი განვითარების პერსპექტივა სათუოა პერსონალური ავტონომიურობის საეჭვოობის პირობებში. მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი სივრცის არა მხოლოდ რეალური, ფაქტობრივი ხელშეუხებლობა, არამედ ასეთი ხელშეუხებლობის მყარი შეგრძნება, განცდა, აღქმადობა ადამიანის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლების ქმედებები და შესაბამისი კანონმდებლობა იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს ადამიანებისთვის, რომ მათი პირადული სივრცის რეალურად დაცულობა, ხელშეუხებლობა არ წარმოშობდეს ეჭვს. ნებისმიერი გარეშე სუბიექტის მხრიდან აღნიშნულ სფეროზე ხელმისაწვდომობის საფრთხის არსებობაც კი თრგუნავს ადამიანის თვითგამორკვევას, ინიციატივას, თვითრეალიზაციის პერსპექტივებს, რაც ერთნაირად აფერხებს როგორც ადამიანების პერსონალურ, ისე საზოგადოების ჯანსაღ და დემოკრატიულ განვითარებას.

28. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებს აქვს „მსუსხავი ეფექტი“ საქართველოს კონსიტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, ჰქონდეს კომუნიკაცია მისთვის სასურველ პირებთან და სასურველი ფორმით. ნებისმიერ პირს, რომელიც კომუნიკაციას ამყარებს სადავო ნორმაში მითითებული ტექნიკური საშუალების გამოყენებით, შესაძლებელია, გაუჩნდეს შიში, რომ მას არ აქვს აბსოლუტური კონტროლი საკუთარ კომუნიკაციაზე, აღნიშნული კომუნიკაცია არ არის დაცული და არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო მას უთვალთვალებს. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია, პირმა საერთოდ უარი თქვას კონკრეტული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებაზე. აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით ხელშესახებია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმაში მითითებული ქმედება ფარულ ხასიათს ატარებს.

29. მოსარჩელეები ხაზს უსვამენ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დიდ მნიშვნელობაზე და განმარტავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რაც გამორიცხავს სასამართლოს კონტროლის გარეშე ნებისმიერ პირად კომუნიკაციაზე წვდომას. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა. აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. ამასთან, სახელმწიფოს აქვს ნეგატიული ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ სფეროში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა მისი პირადი ცხოვრების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან შეზღუდვისაგან. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. თუმცა უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული საშუალებით უნდა განხორციელდეს. სადავო ნორმებით არ არის დაცული სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს მოსარჩელეების კონსტიტუციურ უფლებებს.

30. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანოსა და სააგენტოს ურთიერთკავშირზე და მიიჩნევენ, რომ სააგენტო არ არის დამოუკიდებელი ორგანო. კერძოდ, სააგენტო შექმნილია სამსახურის მმართველობის სფეროში, რაც, მოსარჩელეთა პოზიციით, იმთავითვე მიუთითებს სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურის განუზომელი კონტროლისა და ზემოქმედების განხორციელების შესაძლებლობაზე. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებლი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროშია, ფარული საგამოძიებო მოქმედების ტექნიკურად აღსრულების პროცესის დაწყებისათვის თანხმობას გასცემენ ოპერატორები და, ამგვარად, იქმნება სრულიად განსხვავებული მოცემულობა უფლებათა დარღვევის რისკების დაბალანსების თვალსაზრისით.

31. სააგენტოსა და სამსახურს შორის მჭიდრო კავშირის წარმოჩენის მიზნით მოსარჩელეები მიუთითებენ სააგენტოს უფროსის დანიშვნის წესზე. კერძოდ, მოსარჩელეების აზრით, მართალია, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს უფროსს ამტკიცებს სპეციალური კომისია და სპეციალური კომისია თავად წარუდგენს შერჩეულ კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს დასანიშნად, მაგრამ სპეციალური კომისია სააგენტოს უფროსის დამტკიცებისას შებოჭილია იმ 3 კანდიდატურით, რომელსაც მას სამსახურის უფროსი წარუდგენს. ამასთან, მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ თავად სპეციალური კომისიის შემადგენლობაზე და მიიჩნევენ, რომ კომისიის 7 წევრიდან 5 წევრი (სამსახურის უფროსი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი) წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სააგენტოს უფროსის არჩევა ხდება პოლიტიკური და არა პროფესიული ნიშნით. დამატებით, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა სააგენტოს უფროსის დანიშვნის, ისევე როგორც გათავისუფლების პროცესში, ფორმალური ხასიათისაა, რადგან მას გააჩნია ვალდებულება, ისევე როგორც სხვა დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, წარდგენის/წარდგინების შემთხვევაში უპირობოდ დანიშნოს/გაათავისუფლოს სააგენტოს უფროსის კანდიდატურა/სააგენტოს უფროსი.

32. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სააგენტოს არ გააჩნია არც ფინანსური დამოუკიდებლობა. კერძოდ, სააგენტოს ბიუჯეტს ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ამასთან, სამსახურის უფროსის თანხმობით განისაზღვრება სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო. მოსარჩელეების პოზიციით, კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირების შესაძლებლობა, წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით, მხოლოდ სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ფორმალური დამოუკიდებლობის შექმნის მცდელობაა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად სამსახურის ინტერესშია, არ შეუმცირდეს სააგენტოს ბიუჯეტი და, ამგვარად, უზრუნველყოფილი იყოს ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელება.

33. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს უფროსი სამსახურის უფროსის თანხმობით ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს. ამასთან, სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას, რაც მიუთითებს სააგენტოსა და სამსახურის იმგვარ კავშირზე, როგორიც არსებობდა არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციების ფარგლებში სამსახურსა და ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს შორის.

34. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სამსახურის, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ბუნებაზე. ისინი უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სახელმწიფო კონტროლის განამხორციელებელ ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, ასევე უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მოსარჩელეების აზრით, მართლზომიერების ცნების ქვეშ მოიაზრება გადაწყვეტილების როგორც კანონიერების, ასევე მიზანშეწონილობის კონტროლი. შესაბამისად, სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც სახელმწიფო მაკონტროლებლის ამგვარი კავშირი, მიუთითებს სააგენტოსთვის პროფესიული ინტერესის არსებობაზე.

35. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონით გაწერილია იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომლებსაც გამოსცემს სააგენტოს უფროსი და რომელთა შეცვლის ან/და გაუქმების უფლებამოსილებაც აქვს სააგენტოს უფროსს. თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს ყველა იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც აუცილებელია სააგენტოს საქმიანობის განსახორციელებლად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩამონათვალის მიღმა არსებულ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს სამსახურის უფროსი. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ნორმატიული აქტებისაგან განსხვავებით, კანონი არაფერს მიუთითებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებაზე, შესაბამისად, ამგვარ აქტებსაც გამოსცემს სამსახურის უფროსი, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

36. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სააგენტოს ანგარიში არის სამსახურის ანგარიშის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, სააგენტოს ანგარიშში რაიმე დარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, დადგეს სამსახურის უფროსის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მოსარჩელეები ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში გამორიცხულად მიიჩნევენ სამსახურის უფროსის ნეიტრალურობას და დისტანციურობას სააგენტოს საქმიანობისგან.

37. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააგენტოს დამოუკიდებელი ორგანოს სახით არსებობის შემთხვევაშიც ექნებოდა საგამოძიებო ინტერესი, მისი კომპეტენციებიდან გამომდინარე. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ბირთვულ, რადიაციულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ უსაფრთხოებას და ამ მიზნით ქმნის სათანადო ტექნიკურ და პროგრამულ სისტემებს და უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას, მომსახურებასა და მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიაზე; მოცემული ამოცანები, მოსარჩელეების პოზიციით, სააგენტოს აქცევს დანაშაულის პრევენციაზე პასუხისმგებელ და, შესაბამისად, პროფესიული ინტერესის მქონე ორგანოდ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური საააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რაც გულისხმობს პირის გამოკითხვას, ცნობების შეგროვებას და ვიზუალური კონტროლის განხორციელებას; საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი კომპეტენციები სცილდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ტექნიკური აღმასრულებლის უფლებამოსილების ფარგლებს და მიუთითებს ამ ორგანოს საგამოძიებო ინტერესებზე. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს არაექსკლუზიური კომპეტენციაა ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება, აღნიშნულ ღონისძიებებს კი ვერ განახორციელებს მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე პირი.

38. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ განსხვავებით სატელეფონო საშუალებების მიყურადებისა და ჩაწერის შემთხვევებისა, ინტერნეტგადაჭერისას არ არის დადგენილი სააგენტოს მიერ სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების რიგითობა. აღნიშნული უფლებამოსილ ორგანოს აძლევს არალეგიტიმურ დისკრეციას, კანონით დადგენილი კრიტერიუმების გარეშე გადაწყვიტოს, რომელი ტექნიკური შესაძლებლობა გამოიყენოს ინფორმაციის მოპოვებისათვის, რაც ასევე ქმნის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის საფრთხეს.

39. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებში ჩარევის რისკს განსაკუთრებით ზრდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობები. არსებობს სააგენტოს მხრიდან მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად, ფარული მოსმენების განხორციელების რეალური საფრთხე. ამგვარად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, რომელიც უფლების შეზღუდვისას ადგენს სასამართლო კონტროლის აუცილებლობას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეს უფლებრივი კომპონენტი თავისთავად გამორიცხავს სააგენტოს შესაძლებლობას, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლის გარეშე ან მისი გვერდის ავლით.

40. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიხედვით, პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს ხელში ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების არსებობა საკმარისი პირობაა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისათვის, კონტროლის ფორმების შეფასების გარეშე. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების სათანადო დაცვა უზრუნველყოფილი ვერ იქნება სამართალდამცავი ორგანოს სისტემაში სააგენტოს ინტეგრაციის გზით. კონტროლის ადეკვატური მექანიზმების კანონმდებლობაში არსებობის პირობებშიც კი საგამოძიებო ორგანოებზე დამოკიდებული სააგენტო წარმოადგენს იმ კრიტიკულ საფრთხეს, რომელიც მისთვის ფარული მეთვალყურეობის მიმნიჭებელი ნორმების არაკონსტიტუციურობას იწვევს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები მსჯელობენ სააგენტოს საქმიანობის კონტროლის მექანიზმებზეც და მიიჩნევენ, რომ ამ მხრივაც მდგომარეობა გაუარესებულია.

41. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების ამოქმედებამდე სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან მიმართებით არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ თანხმობის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია გარე კონტროლის განხორციელების არასაკმარის მექანიზმად. სადავო ნორმების შემოღებით კი კონტროლის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა ჩანაცვლდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობით, რაც მოსარჩელეებს კონტროლის შემცირებად მიაჩნიათ. ინტერნეტ კომუნიკაციებთან მიმართებით კი, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ არანაირი ცვლილება არ არის განხორციელებული.

42. მოსარჩელეების პოზიციით, მართალია, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე სააგენტო ადგენს ოქმს და იგი ეგზავნება ინსპექტორს, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება განხილული იქნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გაზრდილი კონტროლის არგუმენტად, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ოქმის შედგენის ვალდებულება ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციების ფარგლებშიც გააჩნდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სავალდებულო წესით არ ეგზავნებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელს შეეძლო, ნებისმიერ დროს გამოეთხოვა იგი. გარდა ამისა, მოსარჩელეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის ოქმის გაგზავნა არ მიაჩნიათ კონტროლის ეფექტურ საშუალებად, რადგან ოქმში მონაცემები შეაქვს თავად სააგენტოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ აქვს მისი სხვა ორგანოდან მიწოდებულ მონაცემებთან შედარების შესაძლებლობა.

43. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 41 პუნქტზე და მიიჩენევენ, რომ კანონში აღნიშნული ნორმის დამატება არ მიუთითებს ინსპექტორისათვის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების პროცესში კომპეტენციის გაზრდაზე, რადგან მოცემულ ნორმაში გაწერილი უფლებამოსილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წინამდებარე ნორმის ამოქმედებამდეც გააჩნდა და ეს კომპეტენციები გაწერილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანებაში.

44. მოსარჩელეების პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციების მსგავსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ისევ არ შეუძლია განახორციელოს სრულყოფილი აუდიტი. ინსპექტირების განხორციელება კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია კონტროლის განხორციელების არასაკმარის მექანიზმად. ამასთან, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით, ინსპექტირებისას მას არ ექნება დაშვება გარკვეული ხასიათის პროგრამებსა და ინფრასტრუქტურებზე, რაც, სააგენტოს მხრიდან, იძლევა მანიპულირების შესაძლებლობას და მიუთითებს კონტროლის არაეფექტურობაზე.

45. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ, საქართველოს პარლამენტის მიერ სააგენტოს საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით კონტროლის განხორციელებაზე და მიუთითებენ, რომ კონტროლის ამგვარი ფორმა არ არის ეფექტური, რადგან ამგვარი კონტროლი არ ვრცელდება საიდუმლო ინფორმაციაზე, ამასთან, კონტროლის ეს ფორმა იარსებებდა ისედაც, კანონში მისი გაწერის გარეშე.

46. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს ნდობის ჯგუფის მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობაზე და ამგვარი კონტროლის ფორმასაც არ მიიჩნევს ეფექტურად. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კანონის მიხედვით, ნდობის ჯგუფის კონტროლი ვრცელდება მხოლოდ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებასა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებზე, ასევე სტრატეგიულ და ინდივიდუალურ მონიტორინგის ღონისძიებებზე და არ ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ამასთან, ნდობის ჯგუფს აქვს კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება და არა ვალდებულება. ასევე დაწესებულია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია, სააგენტო შეამოწმოს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების განსახორციელებლად ნდობის ჯგუფიდან შეირჩევა 1 წევრი, რომელსაც, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არ აქვს სპეციალური ცოდნა, ნდობის ჯგუფის მითითებებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და კონტროლის ამგვარი ფორმა არ შეიძლება შეფასდეს ეფექტური კონტროლის სახედ.

47. მოსარჩელეები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მონაცემთა ცენტრალურ ბანკზე და მიაჩნიათ, რომ უფლებამოსილ ორგანოს კომუნიკაციის ყველა მონაწილეთა მაიდენტიფიცირებელ მონაცემზე გააჩნია წვდომა, რაც მისთვის ადამიანთა ყოველდღიური ქცევის, მათი ჩვევების, სოციალური კავშირებისა და გარემოცვის შესახებ ინფორმაციას ხდის ხელმისაწვდომს. აღნიშნული უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ადამიანთა პირად თავისუფლებაზე, არამედ ასევე ადამიანთა სოციალურ კავშირებსა და მთლიანად საზოგადოებრივი ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებაზე. ასევე, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მონაცემთა ბანკში ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არაუმეტეს 12 თვის ვადით შენახვა არის ბლანკეტური, არაინდივიდუალური მიდგომა და, შესაბამისად, განაპირობებს მის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარე არ იზიარებენ არგუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომის განხორციელების შეუძლებლობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება დასაშვებია 3 თვის ვადით, რა დროსაც ვადის გაგრძელება ხდება სწორედ ინდივიდუალურ მიდგომაზე დაყრდნობით.

48. მოსარჩელე მხარე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადასთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს კანონის დათქმაზე, რომლის მიხედვითაც, ამგვარი ინფორმაცია შეიძლება შენახულ იქნეს არაუმეტეს 12 თვის ვადით. კანონი ადგენს ზედა ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მონაცემები შენახულ უნდა იქნეს მხოლოდ საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. მაშასადამე, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ვადითაც ინახებოდეს აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა კანონის ნორმის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, არ ირკვევა, რომელ სახელმწიფო ორგანოს გააჩნია მონაცემთა შენახვის ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამასთან, კანონი არ აკონკრეტებს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მონაცემთა შენახვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა. ამდენად, კანონი არ არის საკმარისად განჭვრეტადი იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა ხანგრძლივობით ინახება მათ შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან მიმართებით ვადის ბლანკეტურობა, არაინდივიდუალურობა და მისი საგამოძიებო ორგანოს ხელში არსებობა საკონსტიტუციო სასამართლომ არა კუმულაციურად, არამედ ალტერნატიულად დაინახა ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძვლად.

49. №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 12 თვის ვადით შენახვის შესაძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, მე-20 მუხლის პირველ პუნქტს და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის დაცულ სფეროში ექცევა ინფორმაცია მაშინ, როდესაც იგი სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. კონსტიტუციის 41-ე მუხლი აკისრებს შესაბამის ორგანოებს ვალდებულებას, პირის შესახებ ინფორმაცია გაანადგუროს და არ შეინახოს გაურკვეველი ვადით.

50. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების პროცესში კვლავაც არ არის გამორიცხული „ალტერნატიული ბანკის“ შექმნის შესაძლებლობა, აღნიშნული კი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

51. სახალხო დამცველი, დამატებით, მათ შორის, სადავოდ ხდის „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტს და მიიჩნევს, რომ კონტრდაზვერვითი მიზნებისათვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებაც აპელირებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად უნდა იქნეს მიჩნეული იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონმდებლის ნება არის ეს კანონიც შესაბამისობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და, ამასთან, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის თვალსაზრისით, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები იმავე ღონისძიებებს ითვალისწინებს, რასაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები მოიცავს, შესაბამისად, უფლებაში ჩარევა იგივე ინტენსივობით ხდება, განსხვავებულია მხოლოდ ჩარევის მიზნები.

52. მოსარჩელეების პოზიციით, სააგენტოს შესაძლებლობა, განახორციელოს პირდაპირი წვდომა როგორც სტაციონარულად, ასევე დისტანციურად სატელეფონო და ინტერნეტურთიერთობებზე, აგრეთვე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილება, ფარულ რეჟიმში და ეფექტური კონტროლის გარეშე, ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პერსონალური მონაცემების თვითნებურად მოპოვების და გამოყენების შესაძლებლობას. კანონით მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო ღონისძიების გამოყენების გათვალისწინება აზრს მოკლებულია, როდესაც არსებობს ამ ორი გარემოების არარსებობისას ფარული საგამოძიებო ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი შესაძლებლობა.

53. მოსარჩელე მხარემ დასკვნით სიტყვაში დამატებით მიუთითა, რომ მათთვის ბუნდოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, როგორც გარე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს პოზიცია, თუ რამდენად შეუძლია მას ტექნიკური ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შემოწმება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ინსპექტირების მეთოდოლოგიის შესახებ ნორმატიული აქტი არ არსებობს და იგი შემუშავების პროცესშია, ხოლო მანამდე განხორციელებული ინსპექტირების მეთოდოლოგია წარმოადგენს ინსპექტირების დასკვნის ნაწილს, რაც, თავის მხრივ, საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გასაჯაროება დაუშვებელია. მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ, რეალურად, ინსპექტორი ვერ ახორციელებს სადავო ნორმებით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შემოწმებას. მეტიც, მოსარჩელე მხარეს საშუალება არ აქვს, ნორმატიულ დონეზე მაინც, გადაამოწმოს, რა ინსტრუმენტებს იყენებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისპექტორი ინსპექტირების ფარგლებში.

54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებენ თანაზომიერების პრინციპს, ვინაიდან გამოყენებული არ არის მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა ხდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს რეალურად არის აუცილებელი. ლეგიტიმური მიზნების მიღწევა ხდება ადამიანის უფლებების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, რის გამოც, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

55. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლის სიტყვის „სააგენტო“; გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“, „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტების, 191 მუხლის სიტყვების: „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე“; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ქ“, „ღ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტების; ე) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

56. ამასთან, სახალხო დამცველი სადავოდ ხდიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონს სრულად. განმწესრიგებელ სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ამ ნაწილშიც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი ითხოვს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

57. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობაზე და სადავო ნორმები გამოაცხადოს ძალადაკარგულად, რადგან ისინი შეიცავენ იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებით.

58. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სხვა ქვეყნების სასამართლოების პრაქტიკას.

59. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეთა მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობაზე და სადავო ნორმები გამოაცხადოს ძალადაკარგულად, რადგან, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმები არ შეიცავს იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააგენტო არის ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის საქმიანობაზედაც ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი და, შესაბამისად, გამოირიცხება უფლებაში გადამეტებით ჩარევის და, აქედან გამომდინარე, უფლების დარღვევის რისკები.

60. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სააგენტოს სამსხურის მმართველობის სფეროში შექმნა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, თუნდაც ტექნიკური აღსრულების პროცესში, ბმაშია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა. ასევე, ამგვარი რეგულირების შესაძლებლობას იძლეოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სადავო ნორმები არ არის მოსარჩელეების მიერ აპელირებული გადაწყვეტილების დამძლევი ნორმები.

61. მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს უფროსის დანიშვნის და გათავისუფლების წესზე და მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფროსი შეირჩევა დემოკრატიულ საწყისებზე დაყრდნობით, სპეციალური კომისიის მიერ. მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია პირის დანიშვნის ან გათავისუფლების ავტომატური ვალდებულება და იგი არის გადაწყვეტილების მიმღები საბოლოო რგოლი. ამასთან, მართალია, სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სამსახურის უფროსის წარდგინებით, მაგრამ კანონი დეტალურად განსაზღვრავს, რა შემთხვევებშია შესაძლებელი ამგვარი წარდგინების გაკეთება. სამსახურის უფროსმა სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, სხვა შემთხვევებთან ერთად, ასევე შეიძლება დააყენოს მაშინ, როდესაც იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. მოპასუხის აზრით, საქმიანობის არაჯეროვნად განხორციელება დაკავშირებულია იმ სფეროში საქმიანობასთან, რომელსაც აკონტროლებს სამსახურის უფროსი, როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელი. სხვა შემთხვევებში კი სამსახურის უფროსი სხვა ორგანოსგან გამოითხოვოს ინფორმაციას და ამგვარად ხდება მისთვის ცნობილი, ჯეროვნად ახორციელებს თუ არა სააგენტოს უფროსი მის უფლებამოსილებებს.

62. მოპასუხე მხარე მიუთითებს სამსახურის, როგორც სახელმწიფო მაკონტროლებლის, კონტროლის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ იგი სააგენტოს საქმიანობას აკონტროლებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით, რადგან ამგვარი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება პირდაპირ კანონშია გაწერილი. ვინაიდან სხვა სახის კონტროლზე კანონი არ მიუთითებს, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას სააგენტო მოქმედებს დამოუკიდებლად და ეს მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა. მოპასუხის პოზიციით, სხვა კანონების მოქმედება სააგენტოს საქმიანობაზე ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის თავისებურებების გათვალისწინებით.

63. მოპასუხე განმარტავს, რომ, მართალია, სამსახურის უფროსი ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, ასევე სამსახურის უფროსთან თანხმდება საპრემიო ფონდის მოცულობა, მაგრამ საპრემიო ფონდის ფარგლებში პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს სააგენტოს უფროსი, ასევე სააგენტოს უფროსი თავისი ინიციატივით განკარგავს სააგენტოს ბიუჯეტს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფროსის თანხმობის გარეშე სააგენტოსთვის ბიუჯეტის შემცირების დაუშვებლობა ამ უწყების დამოუკიდებულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან ვერავინ შეძლებს სააგენტოზე მანიპულაციის განხორციელებას ბიუჯეტის შემცირების მუქარით.

64. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ, მართალია, სააგენტოში მოსამსახურეთა საქმიანობას აკონტროლებს გენერალური ინსპექცია, რომელიც, თავის მხრივ, სამსახურის უფროსის წინაშეა ანგარიშვალდებული, მაგრამ მიუთითებს, რომ გენერალურ ინსპექციის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის და მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი.

65. მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე აქტის გამოცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სააგენტოს უფროსს. სამსახურის უფროსი არ არის უფლებამოსილი, გამოსცეს სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი რაიმე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

66. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები განეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს პრინციპი: აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის დაშვებული კანონმდებლობით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება (სააგენტოს საქმიანობაში ჩარევა), რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, წარმოადგენს გადაცდომას და ექცევა სისხლისსამართლებრივად დასჯადი მოქმედებების სფეროში და ითვალისწინებს შესაბამის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

67. მოპასუხე მხარე ასევე არ იზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ბირთვული, რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სააგენტოს აქვს მხოლოდ ტექნიკური და პროგრამული სისტემების შემნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის კომპეტენცია. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოპასუხის პოზიციით, აღნიშნული ღონისძიებებიც ხორციელდება ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და მხოლოდ იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც სააგენტოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით აქვს განსაზღვრული. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ეს ფუნცქიები სააგენტოს არ აქცევს პროფესიული ინტერესის მქონე ორგანოდ.

68. მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკზე და მიუთითებს, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არაუმეტეს 12 თვის ვადით შენახვის შესაძლებლობა არის გონივრული პერიოდი და, ამგვარად, განსაზღვრა განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტექნიკურად შესაძლებელია სააგენტომ ვერ შეძლოს მონაცემების მითითებული ვადით შენახვა და წაშალოს ისინი, ასეთ პირობებში ინფორმაციის წაშლა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული კანონის დარღვევად და, შესაბამისად, განისაზღვრა ინფორმაციის შენახვის ვადის მაქსიმუმი. რაც შეეხება ინფორმაციის შენახვას ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამგვარად გამიჯვნა და საჭირო ინფორმაციის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. მოპასუხე მხარე ასევე არ გამორიცხავს მონაცემების კოპირების მომენტში „ალტერნატიული ბანკის“ შექმნის რისკს და მიუთითებს, რომ ამგვარი რისკის განეიტრალების ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ მონაცემთა ცენტრალურ ბაკის შექმნის უფლებამოსილება არ ჰქონდეს პროფესიული ინტერესის მქონე ორგანოს.

69. მოპასუხე მხარე ასევე არ იზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას სააგენტოს საქმიანობაზე ეფექტური გარე კონტროლის არარსებობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ კონტროლის მექანიზმები უნდა შეფასდეს როგორც ურთიერთშემავსებელი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას უზრუნველყოფს საგამოძიებო ინტერესების არმქონე ორგანო.

70. მოპასუხის პოზიციით, პრემიერ-მინისტრი სააგენტოზე ახორციელებს ეფექტურ გარე კონტროლს, იგი, ერთი მხრივ, იღებს ანგარიშს და ასევე უფლებამოსილია მიიღოს სხვა ინფორმაციაც, რაც ანგარიშში არ აისახება. თუმცა მოპასუხე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, სააგენტო საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენამდე წარუდგენს სამსახურის უფროსს, მაგრამ ამ უკანასკნელს არ აქვს უფლებამოსილება, მასში შეიტანოს რაიმე ცვლილება. ანგარიში, როგორც საჯარო დოკუმენტი, პირველ რიგში, ეგზავნება სამსახურის უფროსს, შემდგომ კი პრემიერ-მინისტრს, ამგვარი რიგითობა კი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.

71. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ გაზრდილია სააგენტოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლიც. კერძოდ, არსებული რეგულაციების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ დგება ოქმი, რომელიც ეგზავნება სასამართლოს და შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე.

72. მოპასუხე მხარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლს გაზრდილ და ეფექტურ კონტროლის მექანიზმად მიიჩნევს და განმარტავს, რომ კანონში დეტალურად გაიწერა ის კომპეტენციები, რაც ინსპექტორს ინსპექტირების პროცესში გააჩნია. ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ დგება ოქმი და ეგზავნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ამგვარი ოქმი კი მას ადრე არ მიეწოდებობდა. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ მართალია შეიცვალა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერისას თანხმობის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა მოცემული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობით, მაგრამ ეს განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით. ერთი მხრივ, არსებობდა ეჭვი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისათვის ინსპექტორის თანხმობის გაცემა მას ამ პროცესის აღმასრულებლად აქცევდა და, მეორე მხრივ, პრაქტიკაში წარმოიშობოდა პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლოს განჩინება/პროკურორის დადგენილება მატერიალური სახით ინსპექტორთან დაგვიანებით მიდიოდა და, ამგვარად, საფრთხე ექმნდებოდა საგამოძიებო ინტერესებს. მოპასუხის პოზიციით, დღეს არსებული მოდელი, კერძოდ, ინსპექტორისათვის ფარული მოსმენების შეჩერების შესაძლებლობის მინიჭერა აბალანსებს რისკებს და მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარულ ტექნიკურ საშუალებებთან მიმართებით მოპასუხე განმარტავს, რომ სტაციონარულისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია რეალურ რეჟიმში ლოგირების მონაცემების ინსპექტორისათვის მიწოდება.

73. მოპასუხე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები ხორციელდება ერთი და იმავე ინსფრასტრუქტურის გამოყენებით, შესაბამისად, ინსპექტირების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი მთლიანად მოიცავს ტექნიკური ინფრასტრუქტურის კონტროლს.

74. მოპასუხე განმარტავს, რომ ინტერნეტკომუნიკაციებთან მიმართებით ლოგირების მონაცემების მიწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის ტექნიკურად ვერ ხორციელდება, თუმცა ამ უკანასკნელს შეუძლია ინსპექტირების გზით განახორციელოს ეფექტური გარე კონტროლი. ამასთან, მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური საშუალებების გამოყენების რიგითობაზე და აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, დადგენილია წესი, ნახევრად სტაციონარული ტექნიკური საშუალებების გამოყენება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვება სტაციონარული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, ნახევრად სტაციონარული მიერთების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დასრულებისთანავე გაეგზავნოს შესაბამისი ოქმი. მოპასუხე მიუთითებს, რომ არასტაციონარული ტექნიკური საშუალებებით მიერთების განხორციელებაზე ობიექტურად შეუძლებელია რაიმე კონტროლის განხორციელება, თუმცა ამ საშუალებით კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების განხორციელებისას სააგენტო ადგენს ოქმს და უგზავნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორს.

75. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაციის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს არსებითი განხილვის ფორმატში.

76. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა დავით გაბეხაძემ განმარტა, რომ სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შექმნა განპირობებული იყო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, თუმცა, ამის მიუხედავად, სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას სარგებლობს დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიებით. მოწმე ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს როგორც ფუნქციურ, ისე ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. კერძოდ, სააგენტოს უფროსის დანიშნვა ხდება არა ერთპიროვნულად, არამედ 3 რგოლის გავლით და მის დასანიშნად აუცილებელია სპეციალური კომისიის მიერ კანდიდატურის დამტკიცება და ამის შემდგომ პრემიერ-მინისტრის მიერ კანდიდატურის დანიშნვა. ასევე, სააგენტოს უფროსი ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას, წაახალისებს მათ. დავით გაბეხაძე ასევე განმარტავს, რომ მართალია, სააგენტოს მოსამსახურეთა საქმიანობის კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექცია, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, მაგრამ გენერალური ინსპექციის დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ იღებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების მიღების, გაუქმების და შეცვლის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს უფროსს. სააგენტო თავად ქმნის ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და ეს საშუალებები არის მის დამოუკიდებელ ბალანსზე. სააგენტო არის ფინანსურად დამოუკიდებელი ორგანო და აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, მისთვის ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს უფროსის თანხმობით.

77. მოწმის ახსნა-განმარტების თანახმად, თანხმობის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გაუქმება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პრაქტიკაში, სასამათლოს განჩინების/პროკურორის დადგენილების მატერიალური სახით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება იგვიანებდა და ასეთ პირობებში შეუძლებელი ხდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყება და, ამგვარად, საფრთხე ექმნებოდა დანაშაულის გამოძიების მაღალ ინტერესს. სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების მექანიზმის შემოღება. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ სააგენტო სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელების დაწყებამდე მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ელექტრონულ ეგზემპლარს უგზავნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მას შემდეგ იწყებს ფარული მოსმენების განხორციელებას, როდესაც პროგრამულად დადასტურდება ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება.

78. დავით გაბეხაძე მიუთითებს, რომ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური საშუალებების გამოყენების განსახორციელებლად, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას აქვს შესაბამისი ქსელური ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურა, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების განხორციელება უნდა მოხდეს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემით, ამასთან, სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია ნახევრად სტაციონარული მიერთების განხორციელება. მოწმე განმარტავს, რომ ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობებით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების წესის შემოღება განპირობებული იყო იმ ობიექტური აუცილებლობით, რომ არსებობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც გააჩნიათ ძველი სასადგურე აპარატურა. კომპანიების დავალდებულება, უზრუნველყოს ის სისტემა, რომელიც აუციელებელია მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის ასაწყობად, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათთვის საქმიანობის შეწყვეტის ტოლფასი იქნებოდა.

79. მოწმე განმარტავს, რომ სამსახურის უფროსის მიერ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა გულისხმობს კონტროლს მხოლოდ ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით. დავით გაბეხაძის პოზიციით, გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის კონკურენცია და სააგენტოსთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონს“, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.

80. დავით გაბეხაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს მიერ მისი საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიშის წარდგენის რიგითობის ფორმალურ ხასიათზე და მიუთითებს, რომ, მართალია, სააგენტოს საქმიანობის ანგარიში, პირველ რიგში, წარედგინება სამსახურის უფროსს, ხოლო ამის შემდგომ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ სამსახურის უფროსს არ შეუძლია ანგარიშში რაიმე ცვლილების შეტანის განხორციელება, ამასთან, მოწმის პოზიციით, აღნიშნული ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება, როგორც საჯარო დოკუმენტი. მოწმე ასევე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენ ანგარიშში, იქიდან გამომდინარე, რომ ის საჯარო დოკუმენტია, არ აისახება საიდუმლო ინფორმაცია, თუმცა ამ უკანასკნელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს და გაეცნოს ამგვარ საიდუმლო ინფორმაციას. ნდობის ჯგუფისათვის წარსადგენ ანგარიშთან მიმართებით კი მოწმე განმარტავს, რომ ეს ანგარიში შეიცავს საიდუმლო ინფორმაციასაც და იგი არ არის საჯარო დოკუმენტი.

81. მოწმის პოზიციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება სამსახურის უფროსს არ აქვს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დეტალურად არეგულირებს ამ საკითხს და მისი გაცნობის უფლებამოსილების მქონე პირებში სამსახურის უფროსი არ მოიაზრება.

82. დავით გაბეხაძის განმარტებით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებისას ინფორმაციის ღირებულების თვალსაზრისით, გამიჯვნას ახდენს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც წარმოადგინა მოსამართლის განჩინება/პროკურორის დადგენილება. თავად ეს პირი არის უფლებამოსილი, დაამუშაოს და მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც ღირებულების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და ამ პროცესისაგან სააგენტო დისტანცირებულია.

83. ინტერნეტკომუნიკაციასთან დაკავშირებით, დავით გაბეხაძე მიუთითებს, რომ მდგომარეობა კონტროლის ნაწილში არ შეცვლილა. ამასთან, აღნიშნავს, რომ ინტერნეტთან მიმართებით სტაციონარული ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვება არ ხდება, რადგან, პირველ რიგში, ამისათვის აუცილებელია ძვირადღირებული სისტემა და ამასთან, იგი ნაკლებად ეფექტურია. ამასთან, მოწმე მიუთითებს, რომ ამ სისტემის აწყობა დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული თავად ინტერნეტკომუნიკაციების კომპანიებისთვისაც, რადგან მათ მთლიანად მოუწევთ მათი ქსელის შეცვლა და ახალი სისტემის აწყობა. თუმცა მომავალში ამგვარი სისტემის აწყობას ტექნიკურად შესაძლებლად მიიჩნევს და ამის სამართლებრივ შესაძლებლობას კანონიც განსაზღვრავს.

84. დავით გაბეხაძის განმარტებით, სასამართლოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება მკვეთრად გაზრდილია. კერძოდ, სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედების განსახორციელებლად არამარტო გასცემს ნებართვას, არამედ სასამართლოს მიეწოდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელშიც აღინიშნება სრული ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ.

85. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების დამოუკიდებელ ღონისძიებასთან მიმართებით, მოწმე განმარტავს, რომ დღესდღეობით არ ხდება ცალკე ღონისძიების სახით გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა და ამ მონაცემების მოპოვება შესაძლებელია მონაცემთა ცენტრალური ბანკებიდან. მონაცემთა ცენტრალურ ბანკებში ნებისმიერი მანიპულაციის განხორციელებას კი აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

86. დავით გაბეხაზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებისას კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვება ხდება იმავე სისტემით, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებისას, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი ინსპექტირების პროცესში ავტომატურად ფარავს მთლიან სისტემას. მოწმე მიუთითებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეზღუდვა ექნება მხოლოდ იმ ჩანაწერების შინაარსობრივ ნაწილთან მიმართებით, რომელიც შეეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას. თუმცა, მოწმის განმარტებით, ამ სისტემის აწყობა გადადებულია 2017 წლის 1 ოქტომბრამდე და დღეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის საფუძვლით ფარული მიყურადება არ ხდება.

87. დავით გაბეხაძე ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკზე და განმარტავს, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა არაუმეტეს 12 თვის ვადით პრაქტიკოსებთან კონსულტაციით იქნა შერჩეული. ეს არის ის ვადა, რომელიც მათი პოზიციით, საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელია. 12-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია სისტემიდან ავტომატურად ნადგურდება. ინდივიდუალურ მიდგომასთან მიმართებით მოწმე აღნიშნავს, რომ არ ხდება ამგვარი ინდივიდუალიზაცია და ინახება ყველა მონაცემი, ამასთან, წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ რა მონაცემები გახდება მომავალში საჭირო, შეუძლებლად მიაჩნია. დავით გაბეხაძე ასევე განმარტავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა დღესდღეობით გამართულად ფუნქციონირებს და მონაცემთა ცენტრალურ ბანკში ნებისმიერი ქმედების განხორციელება ავტომატურად მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამასთან, მოწმე არ გამორიცხავს „ალტერნატიული ბანკის“ შექმნის შესაძლებლობას და მიიჩნევს, რომ ამ რისკის გამორიცხვა შეუძლებელია.

88. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე ბექა ზეგარდელმა განმარტა, რომ სამსახურსა და სააგენტოს შორის არსებობს ისეთი ურთიერთმიმართება, როგორიც დამახასიათებელია ორგანოსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ურთიერთობისათვის და შემოფარგლულია წმინდა ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაციით. ამ მხრივ, მოწმე ყურადღებას ამახვილებს სამსახურის უფროსის მიერ სააგენტოს ძირითადი სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრაზე. მოწმის პოზიციით, სააგენტოს შექმნა სამსახურის მმართველობის სფეროში განპირობებული იყო საერთაშორისო პრაქტიკისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესების გათვალისწინებით და ამგვარი გადაწყვეტა წინააღმდეგობრივი არ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებასთან. მოწმის განმარტებით, სააგენტო არის სერვიზის მიმწოდებელი ორგანო და მას არ გააჩნია არანაირი საგამოძიებო ინტერესი.

89. მოწმე ყურადღებას ამახვილებს საააგენტოს უფროსის დანიშვნის წესზე და მიუთითებს, რომ სააგენტოს უფროსის 3 კანდიდატურას სპეციალურ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსი და სამსახურსი უფროსი არის სპეციალური კომისიის თავმჯდომარე, თუმცა სააგენტოს უფროსს ამტკიცებს სპეციალური კომისია კანონით დადგენილი წესით. კომისიას აქვს უფლებამოსილება, არ დაამტკიცოს წარდგენილი კანდიდატურებიდან არც ერთი, ასეთ შემთხვევაში სამსახურის უფროსმა უნდა წარადგინოს 3 ახალი კანდიდატურა. საბოლოოდ, დამტკიცებულ კანდიდატურას სპეციალური კომისია თავად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსის დანიშვნის/ არდანიშვნის შესახებ.

90. ბექა ზეგარდელის მითითებით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილება, მიზანშეუწონლობის მოტივით გააუქმოს სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებები, ეხება ადმინისტრირების ნაწილს და არ ვრცელდება ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამასთან, სამსახური არ არის უფლებამოსილი, უშუალოდ სააგენტოს საქმიანობასთან მიმართებით გამოსცეს რაიმე სამართლებრივი აქტი, რადგან ამის განხორციელების უფლებამოსილება, კანონის მიხედვით, აქვს მხოლოდ სააგენტოს უფროსს. მოწმე განმარტავს, რომ სამსახურს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება, რაიმე დავალებები გასცეს სააგენტოს მიმართ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების ნაწილში, ამ ღონისძიებების აღსრულება სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.

91. მოწმე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმები. არსებული რეგულაციის მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც არ გააჩნია საგამოძიებო ინტერესები. ამასთან, განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა არ იყო არაკონსტიტუციურად ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს აპელირებული გადაწყვეტილების მიხედვით. ბექა ზეგარდელის აზრით, კონტროლის მექანიზმებიც უნდა შეფასდეს ამ მოცემულობის გათვალისწინებით.

92. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განმარტა, რომ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სისტემა არის შეცვლილი. მოწმის განმარტებით, მართალია, აღარ არსებობს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განსახორციელებლად თანხმობის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, მაგრამ ის თავის კონტროლს არ მიიჩნევს როგორც post factum კონტროლის მექანიზმს. კერძოდ, მოწმე განმარტავს, რომ მოცემული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეგზავნება სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი და აღნიშნული ღონისძიება იწყება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურება. ინსპექტორის განმარტებით, პირველ რიგში, ის ამოწმებს ელექტრონულად მიწოდებული სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის სიზუსტესა და არაბუნდოვანებას. ინპექტორის პოზიციით, აღნიშნული ხორციელდება ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდებისთანავე. ამასთან, მოწმის განმარტებით, ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გაუქმება განპიროებებული იყო რამდენიმე გარემოებით. პირველ რიგში, არსებობდა ეჭვი იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ინსპექტორი იქცეოდა პროცესის აღმასრულებლად და მაკონტროლებლის ფუნციების განხორციელებისას არ იქნებოდა ნეიტრალური, ამასთან, არსებობდა პოზიციაც იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ვერ იწყებოდა ინსპექტორის თანხმობის გარეშე, ამ მხრივ, იგი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებდა, რადგან ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი პროკურორის დადგენილებასთან ერთად, სასამართლოს განჩინებაა.

93. მოწმე ასევე განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის ფარგლებს და მიუთითებს, რომ იგი ვერ შეაფასებს მოსამართლის მიერ მიწოდებული განჩინების კანონიერებას, მაგრამ სხვა მოცემულობაა პროკურორის დადგენილებასთან მიმართებით. კერძოდ, იგი შეაჩერებს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას მაშინაც, როდესაც პროკურორის დადგენილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთ დანაშაულზე, რომელთან მიმართებითაც, კანონით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება არ არის ნებადართული.

94. სისტემის ცვლილებასთან მიმართებით, მოწმე დამატებით განმარტავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ ინსპექტორს ეგზავნება ოქმი, სადაც დეტალურადაა გაწერილი ინფორმაცია განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ. ამგვარი ოქმი კი მას ადრე არ მიეწოდებოდა. ასევე, მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურების შემთხვევაშიც ინსპექტორი დამატებით იღებს ოქმს. თამარ ქალდანის განმარტებით, შეიცვალა ასევე დათქმა სასამართლოს განჩინების მატერიალური ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის გასაგზავნ ვადასთან მიმართებით. კერძოდ, იგი ეგზავნება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა.

95. მოწმე ასევე ყურადღებას ამახვილებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის 41 პუნქტზე და მიუთითებს, რომ, მართალია, მოცემულ ნორმაში გაწერილი კომპეტენციები ინსპექტორს გააჩნდა ამ ნორმის ამოქმედებამდეც, მაგრამ საკითხი არ იყო დარეგულირებელი საკანონმდებლო დონეზე. დღესდღეობით კი კანონი გახდა განჭვრეტადი და ეს მოწმეს მნიშვნელოვან ცვლილებად მიაჩნია.

96. მოწმე ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკზე და აღნიშნავს, რომ მონაცემთა ცენტრალური ბანკის შესაქმნელად სააგენტო უფლებამოსილია, ჰქონდეს დისტანციური წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა. მოწმის განმარტებით, კოპირების განხორციელებისას ლოგირების მონაცემები ინახება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეუძლია, იგი შეამოწმოს ინსპექტირების ფარგლებში. ამასთან, მიუთითებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ფუნქციებიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიიჩნევს ყოველ ჯერზე დაკოპირებული ლოგირების მონაცემების შემოწმების შესაძლებლობას. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან მიმართებით, მოწმემ აღნიშნა, რომ ეს სისტემა დღესდღეობით აწყობილია და გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება „ალტერნატიულ ბანკს“, თამარ ქალდანი აღნიშნავს, რომ მისი შექმნის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მიუთითებს, რომ ეს სისტემები არის ძალიან ძვირი.

97. მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ინსპექტირების განხორციელებისას იყენებს აუდიტის მეთოდოლოგიას, მაგრამ მას არ ეწოდება აუდიტი, ეს არის მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინსპექტირების მეთოდებსა და ფორმებს განსაზღვრავს თავად. ასევე, მოწმე მიუთითებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს სხვა ორგანოს. ინსპექტორი არ უარყოფს იმას, რომ თავდაპირველად მას ჰქონდა ინიციატივა ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ჩაეტარებინა თავად და აღნიშნული გამოეყენებინა როგორც მტკიცებულება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იარსებებდა ფუნქციების დუბლირება სხვადასხა სახელმწიფო ორგანოებს შორის. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინსპექტორი მონაცემთა დამუშავების კანონიერების პროცესში გამოიყენებდა აუდიტის მეთოდოლოგიას, თუმცა აღნიშნული არ არის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი. ის ვერ გასცემს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის დასკვნას. მეტიც, ინპექტორი გაუმართლებლად მიიჩნევს ამ კომპეტენციის მისთვის მინიჭებას. მისი პოზიციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსის, მანდატისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აქვს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება.

II

სამოტივაციო ნაწილი

სადავო ნორმების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად ცნობის საკითხი

1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობის თაობაზე და სადავო ნორმები ცნოს ძალადაკარგულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის გამოყენების წინაპირობები.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

4. იმისათვის, რომ სადავო ნორმა არსებითად განსახილველად მიღების გარეშე იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, არსებობდეს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

6. ამდენად, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს, არის თუ არა სადავოდ გამხდარი ნორმები იმ ნორმების მსგავსი შინაარსის, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება). აუცილებელია, სადავო ნორმების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით ძალადაკარგული ნორმების შინაარსისა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების ზუსტი იდენტიფიცირება, რათა გამოირკვეს, რამდენად არსებითია ნორმებს შორის მსგავსება და განსხვავება გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების გათვალისწინებით.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში ცალ-ცალკე არის შეფასებული ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობასთან და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებასთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობა. შესაბამისად, აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და შინაარსობრივი მსგავსების საკითხებიც ცალ-ცალკე შეფასდება.

ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის სადავოდ გამხდარი პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს სააგენტოს უფლებას, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, უშუალოდ განახორციელოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (30.11.2014-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლებას, „ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები“.

10. სადავოდ გამხდარი, მოქმედი ნორმები მიუთითებს, რომ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს სატელეფონო ქსელებითა და ინტერნეტქსელებით გადაცემული ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობას. ანალოგიურად, №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებით დადგენილი იყო „კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში“ მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა. ამგვარად, როგორც სადავოდ გამხდარი, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლებას, ჰქონდეს გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა.

11. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებთან იგივეობის დასადგენად აუცილებელია არა ტექნიკური და ფორმალური, არამედ მათი შინაარსობრივი მსგავსების გამორკვევა, ცხადია, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, ზუსტად გამოიკვეთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ აყენებს თავისთავად ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ინსტიტუტის არსებობას, უფრო მეტიც, გადაწყვეტილების 52-ე აბზაცში სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობის ქონა დავის საგანსაც კი არ წარმოადგენს. სასამართლო „იზიარებს მოსარჩელის და მოპასუხის მოსაზრებას, რომ ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი აუცილებლობისას სახელმწიფოს შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაციის რეალურ დროში მიღების უფლება. ცალკეულ შემთხვევაში, სწორედ ინფორმაციის რეალურ დროში მიღება შეიძლება გახდეს ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა და საფუძველი დანაშაულის ოპერატიულად გამოძიებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-52). №1/1/625,640 გადაწყვეტილების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ შეამოწმა, რამდენად უზრუნველყოფდა არსებული სისტემა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, კერძოდ, ითვალისწინებდა თუ არა კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის საკმარის მექანიზმებს.

13. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისათვის სათანადო ტექნიკური შესაძლებლობის ქონის ნაწილში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისას სასამართლო დაეფუძნა 3 ძირითად არგუმენტს: (1) უფლებამოსილ ორგანოს აქვს საგამოძიებო ფუნქცია და, შესაბამისად, დაინტერესებულია, ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია; (2) უფლებამოსილი ორგანო თავად ქმნის ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურას, რომელიც, ერთი მხრივ, საიდუმლოა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შემოწმების სათანადო შესაძლებლობა არ აქვს არც თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს; (3) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები არაეფექტურია და ვერ გამორიცხავს მისი გვერდის ავლით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებას. ამასთან, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა განაპირობა თითოეული ამ გარემოების ერთობლივად არსებობამ.

(1) უფლებამოსილი ორგანო

14. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებაზე უფლებამოსილ ორგანოსთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოძიების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს ხელში თავმოყრა ზრდის უფლების დარღვევის რისკებს და საჭიროებს დაცვის ეფექტურ მექანიზმებს.

15. სასამართლოს განმარტებით, „უფლების დარღვევის რისკები თავისთავად იზრდება, როდესაც ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (ან გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანო) იმავდროულად ფლობს და ადმინისტრირებას უწევს ტექნიკურ საშუალებებს, განათავსებს შესაბამის აპარატურას უშუალოდ საკომუნიკაციო არხთან/სერვისის მიმწოდებელთან, რაც საბოლოო ჯამში მას პირთა განუსაზღვრელი წრის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს განსაკუთრებით მოეთხოვება პროცესის დამაჯერებელი გამჭვირვალობისა და კონტროლის რეალურად ეფექტური მექანიზმების დემონსტრირება, რომელთა არარსებობა ან არასაკმარისობა სწორედ სახელმწიფოს წარმოაჩენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის მთავარ საფრთხედ, უფლების დარღვევის წყაროდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-53). ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხე იზრდება, თუ პირად ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა არ არის დაბალანსებული კონტროლის სათანადო და საკმარისი მექანიზმებით. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები პირადად არიან დაინტერესებულნი საზოგადოებრივი და სახელმწიფო საფრთხეების პრევენციით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფარული თვალთვალის ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და იხვეწება, ასეთი შეუზღუდავი ტექნიკური შესაძლებლობების თავმოყრა ფარული მიყურადების მიზნებით უშუალოდ დაინტერესებული ორგანოს ხელში, უკვე წარმოადგენს ადამიანებზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღს მათ პირად სივრცეში შეღწევის მომეტებული რისკების გამო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-55).

16. სასამართლო განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს ტექნიკური შესაძლებლობის საგამოძიებო ორგანოში თავმოყრის რისკების თაობაზე და მიუთითებს ამ რისკების გამორიცხვის, მინიმალიზების სირთულეებზე: „როდესაც პირად ინფორმაციაზე პირდაპირი და უშუალო წვდომის ტექნიკური შესაძლებლობები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (ან გამოძიების ფუნქციის მქონე სხვა ორგანოს) ხელთაა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისთავად განუზომლად ზრდის უფლებაში თვითნებურად, გადამეტებულად ჩარევის რისკებს, ობიექტურად ძალიან რთული ხდება, თუ შეუძლებელი არა, გამოძიებაზე უფლებამოსილი ორგანოების ეფექტური კონტროლი. ეს იმ ფონზე, რომ სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის ეფექტური, ქმედითი, საკმარისი და, რაც მთავარია, გამჭვირვალე ბერკეტების, მექანიზმების, გარანტიების არსებობა, რაც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკების გამორიცხვას/მინიმალიზებას, არამედ დამაჯერებლად აღქმადს გახდის საზოგადოების თითოეული წევრისთვის მათი პირადი სივრცის დაცულობას, ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-82).

17. აშკარაა სასამართლოს ხედვა, რომ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოძიებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფლობა ზრდის რისკებს და, შესაბამისად, კანონმდებლისგან მოითხოვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის უფრო მკაცრ მექანიზმებს იმ შემთხვევასთან შედარებით, როდესაც ხსენებული ტექნიკური შესაძლებლობის სხვა სუბიექტის ხელში ყოფნისას მოითხოვდა.

18. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის საგამოძიებო ორგანოსათვის მინიჭება თავისთავად არაკონსტიტუციურია. გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მკაცრ სტანდარტებზე, რომლებიც დაცული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა საგამოძიებო ორგანოს ექნება, სასამართლო მიუთითებს, რომ „ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის ეფექტური, ქმედითი, საკმარისი და, რაც მთავარია, გამჭვირვალე ბერკეტების, მექანიზმების, გარანტიების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-82). შესაბამისად, არასწორი იქნებოდა გადაწყვეტილების იმგვარი განმარტება, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, a priori არაკონსტიტუციურად მიიჩნია საგამოძიებო ორგანოსათვის ამგვარი ტექნიკური შესაძლებლობის მინიჭება და, მეორე მხრივ, განსაზღვრა საგამოძიებო ორგანოსათვის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების მინიჭებისას გამოსაყენებელი მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში არ დაუდგენია კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც სრულიად გამორიცხავდა კანონმდებლის დისკრეციას, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა მიენიჭებინა საგამოძიებო ორგანოსათვის და მოეწყო სისტემა იმგვარად, როგორც ამას ითვალისწინებს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა. ცალსახაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიხედვით, გამოძიებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ტექნიკური შესაძლებლობის ფლობა, თავისთავად, უფლების დარღვევას არ იწვევს და არც ამ შესაძლებლობის სხვა ორგანოსთვის მიცემა იქნება თავისთავად საკმარისი პირადი ცხოვრების უფლების სათანადოდ დაცვის გარანტიების შესაქმნელად. ორივე შემთხვევაში კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას სათანადო დაცვის მექანიზმები, რათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად.

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონაზე უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი.

21. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (01.08.2015-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი წარმოადგენდა სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ამავე დებულების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (01.08.2015-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა „სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა – დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება, სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და საგამოძიებო დანაყოფების საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა, სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.

22. ამგვარად, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, როგორც სტრუქტურული ქვედანაყოფი, მიეკუთვნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თავის მხრივ, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს გამოძიება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტისათვის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის მინიჭება წარმოადგენდა ამ შესაძლებლობის საგამოძიებო ორგანოს ხელში არსებობას, აჩენდა უფლების დარღვევის მაღალ რისკებს და ქმნიდა უფლების დაცვის მკაცრი სტანდარტების საჭიროებას. ამასთანავე, სასამართლო უთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე როგორც საგამოძიებო ფუნქციის ორგანოზე და არა იმ გარემოებაზე, რომ თავად ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ახორციელებს საგამოძიებო ფუნქციას.

23. არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებთან სადავო ნორმების შინაარსობრივი მსგავსების დასადგენად, ასევე აუცილებელია, შეფასდეს იმ ორგანოს, ბუნება, რომელსაც გასაჩივრებული რეგულაციების პირობებში მინიჭებული აქვს ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც გააჩნია ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა.

24. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

25. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსი აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე მუხლის მიხედვით, სააგენტოს უფროსი აღჭურვილია უფლებამოსილებით, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს მისი მოადგილეები და სააგენტოს სხვა მოსამსახურეები, ასევე დისციპლინური სახდელი დაადოს, წაახალისოს, სპეციალური სამსახურებრივი წოდება მიანიჭოს სააგენტოს მოსამსახურეებს.

26. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი აწესრიგებს სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესსა და პროცედურას, გამოსცემს სააგენტოს უფროსი. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს.

27. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა“, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით „სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება“. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი. სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიშის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენამდე სააგენტოს უფროსი ამ ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსს.

28. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება, მათ შორის, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

29. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „სამსახური ეფუძნება ერთიანობისა და ცენტრალიზაციის პრინციპს. სამსახური წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომლის შემადგენლობაშია სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისთვის სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს, წერილობით ითანხმებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს, აგრეთვე, ამტკიცებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ძირითად სტრუქტურასა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციებს. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი ძალადაკარგულად აცხადებს სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსისა და სამსახურის სისტემაში სხვა მოსამსახურეთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

30. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისია. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (შემდგომში: სამსახურის უფროსი) არის ამ სპეციალური კომისიის თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი სააგენტოს უფროსის არანაკლებ სამ კანდიდატურას კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი ასევე მონაწილეობს სააგენტოს უფროსის გათავისუფლების პროცესში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სააგენტოს უფროსს ათავისუფლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით.

31. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და დაფინანსების (მათ შორის, სააგენტოს ბიუჯეტის) შესახებ და შესაბამის პროექტებს წარუდგენს სამსახურის უფროსს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი სააგენტოს მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს უფროსი სამსახურის უფროსის თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააგენტოს უფროსის სააგენტოს პირველი მოადგილის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობებს ასრულებს ის მოადგილე, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

32. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

33. კანონმდებლობის ანალიზიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტთან შედარებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფრო მაღალი ავტონომიურობით ხასიათდება. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ძალიან დაბალი ავტონომიურობის ხარისხი გააჩნდა, მასთან დაკავშირებული სტრუქტურული, საშტატო და სხვა სახის გადაწყვეტილებები სამსახურის უფროსის მიერ ერთპიროვნულად მიიღებოდა.

34. სსიპ „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“, მართალია, წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, თუმცა სამსახურის დეპარტამენტებისგან განსხვავებით, მისი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს სამსახურის უფროსი. ამასთანავე, არის საკითხები, რომლებზედაც უშუალოდ სააგენტო, მისი უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სააგენტო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მაგალითად, სააგენტოში საკადრო საკითხების გადაწყვეტა მეტწილად სააგენტოს უფროსზეა მინდობილი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, უშუალოდ სააგენტოს უფროსი იღებს გადაწყვეტილებას მოადგილეებისა და სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, რაც, ცხადია, განსხვავებულად იყო მოწესრიგებული ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის შემთხვევაში. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა მოსამსახურეების მსგავსად, თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა სამსახურის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ პროცესში.

35. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებასთან და მოპოვების შემდგომი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც მოქმედი, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას არსებული კანონმდებლობის მიხედვით, განსაზღვრულია ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ვალდებულება, იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების მიხედვით. ამ პროცესში ჩარევის პირდაპირი საკანონმდებლო ბერკეტი არ გააჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას და არც მოქმედი კანონმდებლობის პირობებში.

36. ამ თვალსაზრისით, შეცვლილია ვითარება იმ ნორმატიული აქტების მიღების ნაწილში, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებასა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტით (30.11.2014-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი იყო, რომ „ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სათანადო აქტით“. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესსა და პროცედურას, გამოსცემს სააგენტოს უფროსი. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს“. აშკარაა, რომ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებასთან დაკავშირებით საკითხების მოწესრიგების კონტექსტში ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ბევრად უფრო მაღალი ავტონომია აქვს, ვიდრე ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას.

37. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ავტონომიურობასთან ერთად, არის საკითხები, რომლებიც მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენას ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე. კერძოდ, სამსახურის უფროსი მონაწილეობს სააგენტოს უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში, ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურის, საშტატო ნუსხის განსაზღვრას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ასევე წყვეტს სააგენტოს უფროსისათვის სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს და წერილობით ითანხმებს სააგენტოს მოსამსახურეთა სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს. მართალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია (რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე) თავად არ იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეების გათავისუფლებაზე, თუმცა ის გარემოება, რომ იგი ამოწმებს სააგენტოს მოსამსახურეების საქმიანობის შესწავლას, ასევე არაპირდაპირ განაპირობებს სამსახურის გავლენას.

38. ამასთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სააგენტოს უფროსის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. მართალია, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ეს კომპეტენცია არ ვრცელდება იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც შეეხება ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების უფლებამოსილების საკითხებს, თუმცა, სხვა მხრივ, ასეთი ტიპის კონტროლის უფლებამოსილება არსებობს, რაც კიდევ ერთი გარემოებაა, რომელიც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენას სააგენტოზე.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, გარკვეულწილად, წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტონომიურ ერთეულს, რომელიც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ, სააგენტოს უფროსის მეშვეობით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ თვალსაზრისით სააგენტო თვისობრივად განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას არსებული ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტისაგან. ამავდროულად, საკმაოდ მაღალია აღნიშნულ ერთეულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენა, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო სამსახურის უფროსის მიერ სააგენტოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნული მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის შეფასებისას.

40. განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის კავშირის არარსებობის შემთხვევაშიც, სააგენტოს მაინც ექნებოდა საგამოძიებო ინტერესი მისი კომპეტენციიდან გამომდინარე.

41. მოსარჩელეები მიუთითებენ სააგენტოს შემდეგ გარკვეულ კომპეტენციებზე. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ბირთვულ, რადიაციულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ უსაფრთხოებას და ამ მიზნით ქმნის სათანადო ტექნიკურ და პროგრამულ სისტემებსა და უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას, მომსახურებასა და მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიაზე. მოცემული ამოცანები, მოსარჩელეების პოზიციით, სააგენტოს აქცევს დანაშაულის პრევენციაზე პასუხისმგებელ და, შესაბამისად, პროფესიული ინტერესის მქონე ორგანოდ. ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები: ) პირის გამოკითხვა; ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა. სააგენტოს არაექსკლუზიური კომპეტენციაა ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ ღონისძიებას ვერ განახორცილებს მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე პირი და ამისთვის საჭიროა საგამოძიებო ცოდნა.

42. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ფუნქციების განხორციელება სააგენტოს თავისთავად აქცევს საგამოძიებო ფუნქციის მქონე ორგანოდ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოდ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმაზე მითითებით, რომ საგამოძიებო ორგანო წარმოადგენს ინფორმაციის მიღებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს და მისთვის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობით აღჭურვა მომეტებულ რისკებს შეიცავს. მომეტებული რისკები დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ეს ორგანო უშუალოდ ახორციელებს გამოძიების პროცესს და დაინტერესებულია გამოძიების წარმატებით დასრულებით. საგამოძიებო ფუნქციის ორგანოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიზნებისთვის არ მიიჩნევა ის ორგანო, რომელიც ტექნიკურად უზრუნველყოფს ამა თუ იმ საგამოძიებო ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელსაც აქვს ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა, როგორც საგამოძიებო ღონისძიებების ხელშემწყობი ტექნიკურად დამხმარე პირი ჩაითვლება საგამოძიებო ფუნქციის მქონედ. გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის ამგვარი გაგება ეფუძნება გადაწყვეტილების შინაარსის არასწორ აღქმას. გადაწყვეტილებაში ნაგულისხმევია არა გამოძიების ტექნიკურად უზრუნველმყოფი ორგანო, არამედ ორგანო, რომელიც უშუალოდ წარმართავს გამოძიების პროცესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ის კომპეტენციები, რომელთა ფარგლებშიც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ახორციელებს ამა თუ იმ საგამოძიებო თუ სხვა ტიპის ღონისძიების ტექნიკურ უზრუნველყოფას, თავისთავად ვერ მიუთითებს სააგენტოს მიერ საგამოძიებო ფუნქციის განხორციელებაზე.

 (2) ინფრასტრუქტურის შექმნა და სრული კონტროლი უფლებამოსილი ორგანოს მიერ

43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიხედვით, კონტროლის შესაძლებლობას ასევე ართულებდა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური საშუალებები იქმნებოდა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მიერ, პროცესი საიდუმლო იყო და ამავე დროს არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება, ჩაეტარებინა ტექნიკური საშუალებების აუდიტი.

44. სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულიამაშასადამე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ფლობს ფარული მოსმენების განსახორციელებლად ტექნიკურ საშუალებებს, არამედ პასუხისმგებელია ამ სისტემის ფუნქციონირებაზე და ამ მიზნით ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, განათავსებს ტექნიკურ საშუალებებს, ამასთან, ეს პროცესი გასაიდუმლოებულია. შედეგად, რომელ/როგორ ტექნიკურ შესაძლებლობებს, მოწყობილობებს შექმნის, შეიძენს, დაამონტაჟებს და გამოიყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ პროცესზე არ არსებობს გარე კონტროლის საკმარისი შესაძლებლობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-57).

45. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური საშუალებები იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის სააგენტოს მიერ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, ნორმატიული აქტებით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურა.

46. დასახელებული ნორმატიული აქტები კვლავ გასაიდუმლოებულია. თუმცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უფლებამოსილია: შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისათვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა; სააგენტოს მოსამსახურეებისაგან მოითხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

47. აღსანიშნავია, რომ როგორც განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ინსპექტორს გააჩნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისასაც, თუმცა აღნიშნული კომპეტენციები გაწერილი იყო ინსპექტორის ბრძანებაში და არა კანონში. თავად ინსპექტორის პოზიციით, კანონში ამ კომპეტენციების გადატანა მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს შეეძლო, უარი ეთქვა ინსპექტორისთვის ინსპექტირების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს ეს კომპეტენცია არ გააჩნდა. ამის შემდგომ არსებობდა საფრთხე, რომ საქმის განხილვა სასამართლოში გაიწელებოდა და, ამგვარად, ინსპექტორი ვერ შეძლებდა იმ მიზნის მიღწევას და იმ სიკეთეების დაცვას, რისთვისაც ის არსებობდა. შესაბამისად, კანონის განსაზღვრულობა, ამ მხრივ, ინსპექტორმა მნიშვნელოვნად მიიჩნია.

48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებას, განახორციელოს ამ ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრული და ყოვლისმომცველი აუდიტი. ამ საკითხთან დაკავშრებით, ინსპექტორმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ინსპექტორის ინსტიტუტის დამატებით აღჭურვას აუდიტის ჩატარების შესაძლებლობით. კერძოდ, ინსპექტორი ითხოვს, რომ მას მიეცეს ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებისა და აუდიტის დასკვნის გაცნობის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-56).

49. აუდიტის ჩატარებასთან მიმართებით, განმწესრიგებელ სხდომაზე ინსპექტორმა მიუთითა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მას აქვს ინსპექტირების უფლებამოსილება, რაც ნიშნავს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას, ეს უკანასკნელი კი მეთოდოლოგიურად აუდიტს ნიშნავს. მან ასევე მიუთითა, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის საფუძველზე ტარდება ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და გაიცემა შესაბამისი დასკვნა. ინსპექტორის პოზიციით, ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება მას ფუნქციურად არც უნდა გააჩნდეს.

50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში ნორმების არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ არგუმენტად ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებას, განეხორციელებინა ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრული და ყოვლისმომცველი შემოწმება, რის გამოც, ამ პროცესში არ გამოირიცხებოდა მონაცემთა დამმუშავებლების თვითნებობა, უკანონობა. მართალია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიუთითებს, რომ მას ასეთი უფლებამოსილება საკუთარი ბრძანებით მინიჭებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისასაც ჰქონდა, თუმცა ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისას გადაწყვეტილება სწორედ იმ ფაქტს ეყრდნობა, რომკანონმდებლობა არ ითვალისწინებდაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ამგვარ უფლებას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კანონმდებლობით აღიჭურვა ამგვარი უფლებამოსილებით, მიუთითებს, რომ ვითარება არსებითად შეცვლილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე ინსპექტირების, გარე კონტროლის ისეთი სახე იქნა შემოღებული, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას კანონით არ იყო გარანტირებული. ამ პროცესზე ეფექტური გარე კონტროლის არარსებობა წარმოადგენდა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მნიშვნელოვან არგუმენტს. შესაბამისად, ეს ცვლილება უნდა ჩაითვალოს, როგორც არსებითი მნიშვნელობის და საჭიროებს შემოწმებას არსებითი განხილვის ფორმატში.

(1) გარე კონტროლის მექანიზმები ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე

51. გარე კონტროლის მექანიზმები განსხვავებულად არის მოწესრიგებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან, მეორე მხრივ, ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებასთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხები შემოწმდება ცალ-ცალკე.

52. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი რედაქციის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა წარმოადგენდა ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას.

53. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში სასამართლო ზოგადად არ მიუთითებს, რომ მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სიტემა და მის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული კონტროლი თავისთავად არასაკმარისი ან უვარგისი მექანიზმია. ამ ნაწილში სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა განპირობებული იყო ხსენებული სისტემის და, შესაბამისად, ინსპექტორის გვერდის ავლით სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების შესაძლებლობით.

54. სასამართლოს მითითებით, „საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებაზე ინსპექტორის კონტროლის არსებული ბერკეტები არასაკმარისია, ვერ გამორიცხავს ინსპექტორის გვერდის ავლით და, შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე სატელეფონო საუბრების მიყურადების საფრთხეს. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლის საკმარის, ეფექტურ საშუალებად ვერ გამოდგება ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, რომლის მიზანმიმართულება არის მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მხოლოდ ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის შედეგად აქტივაცია. ამ რეგულაციის არსი არის, გამოირიცხოს ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა და, მაშასადამე, ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომაც. ... მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემასთან ერთად, სხვა სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დამონტაჟებას. სადავო ნორმის ტექსტიდან გამომდინარე, ეს საშუალებები შეიძლება გამოიყენებოდეს ასევე ფარული მოსმენების განსახორციელებლად. ამასთან, კანონი არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, როდის რომელი მოწყობილობის დამონტაჟების უფლება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-59).

55. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, შემდეგი: „მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების შემზღუდველი ნორმები, მით უფრო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმები, არ ტოვებდეს არასწორი ინტერპრეტაციისთვის სივრცეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოს ავალდებულებს, ფარული მიყურადების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ ორეტაპიანი ელექტრონული სისტემით. თუმცა არც კანონი და არც სისტემის არქიტექტურის შექმნის წესი არ გამორიცხავს ტექნიკურ შესაძლებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული მძლავრი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განხორციელდეს რეალურ დროში სატელეფონო კომუნიკაციის მოსმენა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-60).

56. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (30.11.2014-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა შესაბამისი ორგანოს უფლებას, „ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები“. გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტაცია სწორედ ამ ნორმის ბოლო ნაწილს უკავშირდება. კერძოდ, ნორმის იმ ნაწილს, რომელიც ორგანოს ანიჭებდა უფლებას, „განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები“. სწორედ „სხვა სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების“ განთავსების უფლებამოსილებაში იქნა ამოკითხული ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გვერდის ავლის შესაძლებლობა.

57. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია, გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. ანალოგიურად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შეეხება „სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას“. ამგვარად, კანონმდებლობის მიხედვით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა ხორციელდება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით.

58. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა არის წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით. ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობაა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით.

59. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან, ისევე როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა შეიძლება იყოს მხოლოდ „მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები“.

60. ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან სასადგურე ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს.

61. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების შემდგომ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და გარკვეულწილად შეიცვალა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა. კერძოდ, განიმარტა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური საშუალებები, ასევე მათი განთავსების წესი.

62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი ნორმებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ჩანაწერს, რომელიც შექმნიდა ალტერნატიული ტექნიკური საშუალებების განთავსების ისეთსავე რისკებს, როგორც ეს გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა. კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სტაციონარული ტექნიკური საშუალებების განთავსება ხდება მხოლოდ მართლზომიერი გადაჭერის სისტემის და „მასთან დაკავშირებული“ ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განთავსების გზით. კანონმდებლობაში აღარ არის ზოგადი მითითება „სხვა აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე“.

63. კანონმდებლობით განისაზღვრა შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია, ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების განთავსება. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილება, „თუ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან სასადგურე ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას“ და ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსხვავებულად არის მოწესრიგებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ინფრასტრუქტურის ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ინსპექტორი კანონმდებლობით აღიჭურვა ასეთი უფლებამოსილებით.

64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან მიმართებით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში მითითებული რისკების გამორიცხვის მიზნით შექმნილია სხვაგვარი მექანიზმები. აღნიშნული მექანიზმების ეფექტურობის საკითხი საჭიროებს შესწავლას არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, ამ ნაწილში სადავო ნორმებსა და საქართველოს საკონსიტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის სხვაობა არსებითი ხასიათის არის.

65. რაც შეეხება ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობას, სასამართლომ მიუთითა, რომ ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებისათვის საერთოდ არ ხდებოდა ორეტაპიანი სისტემის გამოყენება და ამ ფორმით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვა.

66. ამავე დროს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია ინსპექტორის ხელთ არსებული დამატებითი კონტროლის მექანიზმებიც. ვინაიდან არც ერთი მათგანი არ გამორიცხავდა სატელეფონო კომუნიკაციის ან ინტერნეტ ურთიერთობის ინფორმაციაზე წვდომას პერსონალური დაცვის ინსპექტორის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებასთან დაკავშირებით აღნიშნულია რომ „ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და ამასთან, ამ ტექნიკური საშუალებების აუდიტი ინსპექტორის მხრიდან მინიმალურ დონეზეც კი გამოირიცხება, აბსოლუტურად არაგანჭვრეტადია ინფორმაცია, თუ როდის, რომელ აპარატურასა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებას იყენებს სახელმწიფო. ეს კი გულისხმობს ამ პროცესზე კონტროლის აბსოლუტურ შეუძლებლობას და შედეგად, უფლების დარღვევის თავისთავად რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-75).

67. ამგვარად, ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც სასამართლო მიუთითებს გარე კონტროლის აუცილებლობაზე და იმ გარემოებაზე, რომ სისტემა არ ითვალისწინებდა ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმებს. ამ შემთხვევაშიც მითითებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ტექნიკური საშუალებების შემოწმების შესაძლებლობაზე, რაც გულისხმობს კანონმდებლობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აღჭურვას, განახორციელოს სათანადო ტექნიკური ინტერფეისების ინსპექტირება. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის 41 პუნქტით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პირდაპირ აღიჭურვა ამგვარი უფლებამოსილებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეს გარემოება ინტერნეტკომუნიკაციის კონტექსტშიც გამორიცხავს სადავო ნორმების თვისობრივ იგივეობას და საჭიროებს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას. აუცილებელია, არსებითი განხილვის ფორმატში შეფასდეს გარე კონტროლის ამ ღონისძიების ეფექტურობა და მისი შესაბამისობა პირადი ცხოვრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებთან.

68. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გარე კონტროლის განსხვავებული ფორმების გათვალისწინებით, ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების კონტექსტში სადავო ნორმები არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსის. სადავო ნორმებით გათვალისწინებულ სისტემებს შორის არსებითი სხვაობა გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, არსებითი განხილვის გარეშე ცნოს ძალადაკარგულად ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებასთან დაკავშირებული ნორმები.

მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა

69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმები, რომლებიც უფლებამოსილ ორგანოს აღჭურავდა უფლებამოსილებით, განეხორციელებინა კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (30.11.2014-დან 30.03.2017-მდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, დადგენილი იყო, რომ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს „განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა“.

70. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებაში მითითებულია რამდენიმე გარემოებაზე, რომელმაც განაპირობა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ეს გარემოებები „როგორც კუმულაციაში, ისე ცალ-ცალკე ქმნიან საფრთხეს ადამიანის პირად სივრცეში გადამეტებული, უსაფუძვლო ჩარევისთვის, შესაბამისად ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-95). თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს უფლების დარღვევის საფრთხის შექმნაზე და არა იმაზე, რომ დასახელებული გარემოებები წარმოადგენენ ნორმის არაკონსტიტუციურობის თვითკმარ საფუძველს. სასამართლო ჩამოთვლის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის საფრთხის გამომწვევ გარემოებებს და მიუთითებს, რომ სისტემა არ ითვალისწინებს აღნიშნული საფრთხეების გამორიცხვის ეფექტურ საშუალებებს.

71. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის კონსტიტუციურობის საკითხის მსგავსად, სასამართლომ მონაცემების კოპირებასა და შენახვასთან მიმართებითაც მიუთითა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ფუნქციის მქონე ორგანოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. სასამართლოს განმარტებით, „უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე განუზომლად ზრდის ცდუნებას და რისკებს უფლებაში დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ჩარევისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-96).

72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სისტემა არ ითვალისწინებს ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმებს, ამას კი ის განაპირობებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ არის აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კოპირებული ბანკებიდან ინფორმაციის მოპოვებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ აქვს ეფექტური კონტროლი. სასამართლომ მაგალითად მიუთითა მოწმის მიერ მოყვანილი შემთხვევა, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „112“-ს 1200-ჯერ მიეწოდა ინფორმაცია კოპირებული მონაცემების ბანკიდან და ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-104,105).

73. ისევე როგორც ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მონაცემთა კოპირების ნაწილშიც სასამართლომ დაინახა ალტერნატიული ტექნიკური სისტემების შექმნის და, ამ გზით, კონტროლის არსებული მექანიზმებისაგან თავის არიდების საფრთხე. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს ე.წ. „ალტერნატიული ბანკების“ შექმნის საშიშროებაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, „ტექნიკურად შესაძლებელია, მაიდენტიფიცირებელი მონაცემის კოპირების და შენახვის პროცესში შეიქმნას ე.წ. „ალტერნატიული ბანკი“, რომლის არსებობის შესახებ შესაძლოა არავინ იცოდეს და მასზე დაშვება არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-100). ამასთან, „არ არსებობს არანაირი კონტროლი თავად ინფორმაციის კოპირების და შედეგად, მისი მოპოვების პროცესზე. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების წამოღების პროცესს. მისი ზედამხედველობა მხოლოდ იმ მონაცემთა ბანკზე ხორციელდება, რომელზეც ინსპექტორის დაშვებას უსაფრთხოების სამსახური ახდენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-101).

74. კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც სასამართლო მიუთითებს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად არის ის ვადა, რომლის განმავლობაშიც ინახებოდა კოპირებული მონაცემები. სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 2 წლის ვადით შენახვა. ზოგადად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა წარმოადგენს რა უფლებაში ჩარევას, ბუნებრივია, ჩარევის ინტენსივობა და ხარისხი ლოგიკურად მზარდია ჩარევის დროის ხანგრძლივობის პროპორციულად. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება/შენახვას არ მოახდენს გამოძიებაზე პასუხისმგებელი და ამ თვალსაზრისით, პროფესიულად დაინტერესებული ორგანო, 2 წლით ასეთი ინფორმაციის შენახვა, პირად სივრცეში ძალიან მაღალი ინტენსივობით ჩარევას გულისხმობს, ამიტომ შესაბამისად, ითხოვს სახელმწიფოს მეტად დამაჯერებელ დასაბუთებას ასეთი ინტენსივობით ჩარევის აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-108). ამდენად, გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კოპირებული მონაცემების შენახვის 2-წლიანი ვადა წარმოადგენდა უფლებაში ჩარევის ინტენსივობის განმსაზღვრელ გარემოებას.

75. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად სასამართლომ ასევე მიუთითა კოპირებული და შენახული ინფორმაციის მოცულობაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „იმ პირობებში, როდესაც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა ხდება ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე, აბსტრაქტული საფრთხის არარსებობის პირობებშიც კი, შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ავტომატური დამუშავების გამოყენებით სიღრმისეული დასკვნების გამოტანა ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ. ასეთ პირობებში, განცდა და ცოდნა იმისა, რომ თითოეული ადამიანის ყველა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ინახება სახელმწიფოს ხელთ, თავისთავად შეიძლება იწვევდეს პიროვნების თვითშეზღუდვას. ბუნებრივია, ასეთი ბლანკეტური, ტოტალური შეგროვება ინფორმაციისა ასევე თავისთავად ზრდის უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, იმისგან დამოუკიდებლად, ამ ინფორმაციის შემდგომი გამოყენება უკავშირდება თუ არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულების გახსნას და ინფორმაციის გამოყენება ხდება თუ არა მხოლოდ მოსამართლის განჩინების არსებობისას, ამასთან, ვრცელდება თუ არა ამ პროცესზე ეფექტური გარე კონტროლი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-109). სასამართლოს განმარტებით, კოპირებული მონაცემების შენახვის ვადის მსგავსად, შენახული მონაცემების მოცულობა განსაკუთრებულად მიუთითებდა უფლებაში ჩარევის მაღალ ინტენსივობაზე.

76. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების შემდგომ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და რიგი საკითხები ახლებურად მოწესრიგდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. 

77. ამგვარად, განსხვავებულად არის მოწესრიგებული კოპირებული მონაცემების შენახვის ვადის საკითხი. კერძოდ, ეს ვადა განახევრებულია და მონაცემების შენახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებისას მოქმედი ნორმებით დადგენილი 2 წლისაგან განსხვავებით, დასაშვებია არაუმეტეს 12 თვის ვადით.

78. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის შინაარსის გარკვევის პროცესში, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი დროში მოქმედების ფარგლები. წესი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული ვადით, შესაძლებელია იწვევდეს უფლების იმაზე ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე მუდმივად მოქმედი წესი. ნორმები, რომლებიც შინაარსობრივად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით დადგენილ ქცევის წესს, თუმცა დროებითი ხასიათი აქვს, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც იქნეს განხილული როგორც ისეთი განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჭიროებს ახალი პროცესის ფარგლებში არსებით განხილვას. მაგალითად, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით ითვალისწინებდა რომელიმე უფლების შეზღუდვას და მიუთითა, რომ ნორმის არაკონსტიტუციურობას იწვევდა პირის უფლებაში ჩარევის მომეტებული ინტენსივობა, რაც განპირობებულია სწორედ უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული ქცევის იგივე წესის შემცველი ნორმა, რომელიც განსაზღვრული ვადით მოქმედებს, შეიძლება შეფასდეს როგორც განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც ავტონომიურად საჭიროებს არსებით განხილვას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლების შემზღუდველი ნორმატიული რეგულირება ლოგიკურად არ უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მისი მიღწევის საშუალებას, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხს, ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა. ასეთი ნორმა, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის შეფასების გარეშეც, უკვე არაკონსტიტუციურია. უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის მოქმედების ვადას, არც იმ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გარდაუვალია სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მიუხედავად“ (Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). სადავო ნორმების იგივეობის დადგენისას ნორმის მოქმედებისა და ნორმით გათვალისწინებული მზღუდველი ღონისძიების ვადას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის ეს გარემოება არარელევანტურია. ამასთანავე, სადავო ნორმის მოქმედების ვადა, ისევე როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების ვადა, წარმოადგენს ნორმის შინაარსის ისეთ კომპონენტს, რომლის სხვაობის პირობებშიც აუცილებელია, საქმის არსებითი განხილვა. კერძოდ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ნორმის „დამძლევად“ და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობა ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც, თავდაპირველად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, მათ შორის, ეფუძნებოდა მისგან მომდინარე შეზღუდვის ექსტენსიურობას.

79. განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კოპირებული მონაცემების 2 წლის ვადით შენახვაა. აღნიშნულ ვადასთან დაკავშრებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 2 წლის ვადით შენახვა. ზოგადად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა წარმოადგენს რა უფლებაში ჩარევას, ბუნებრივია, ჩარევის ინტენსივობა და ხარისხი ლოგიკურად მზარდია ჩარევის დროის ხანგრძლივობის პროპორციულად. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება/შენახვას არ მოახდენს გამოძიებაზე პასუხისმგებელი და ამ თვალსაზრისით, პროფესიულად დაინტერესებული ორგანო, 2 წლით ასეთი ინფორმაციის შენახვა, პირად სივრცეში ძალიან მაღალი ინტენსივობით ჩარევას გულისხმობს, ამიტომ შესაბამისად, ითხოვს სახელმწიფოს მეტად დამაჯერებელ დასაბუთებას ასეთი ინტენსივობით ჩარევის აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-108).

80. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული 12-თვიანი ვადა იმდენად უმნიშვნელოდ განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციური ნორმებით განსაზღვრული ვადისაგან, რომ არ საჭიროებს შეფასებას არსებითი განხილვის ფორმატში. მოცემულ შემთხვევაში ვადებს შორის სხვაობა საკმაოდ თვალსაჩინოა და არ არის ისეთი უმნიშვნელო, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, სადავო ნორმით რომ დადგენილიყო 1 წელი და 11 თვე. მოცემულ შემთხვევაში ვადა განახევრებულია, რაც მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა გაცილებით ნაკლები ინტენსივობით ხდება, ვიდრე ეს ხდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებით.

81. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესაძლებლობის თაობაზე. როგორც აღინიშნა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებისა და ამ პირობებში მათი არაუმეტეს 15-თვიანი ვადით შენახვა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისაგან სრულიად განსხვავებულ ნორმატიულ მოცემულობას. განსხვავებულია, როგორც უფლებაში ჩარევის ინტენსივობა, ისე მისი პროცედურული საფუძვლები და მექანიზმები.

82. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის ვადა წარმოადგენს შეცვლილ გარემოებას, რომელიც მოითხოვს შეფასებას არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ და განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმებს შორის სხვაობა არსებითია.

83. ამასთანავე, ის გარემოება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კანონმდებლობით აღიჭურვა ინსპექტირების უფლებამოსილებით, რელევანტურია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის კონტექსტშიც. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის განმაპირობებელ ერთ-ერთ გარემოებად ასევე მითითებულია ე.წ. „ალტერნატიული ბანკების“ შექმნის საფრთხესა და, მათ შორის იმაზე, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი ამ პროცესში არაეფექტურია. სასამართლოს განმარტებით, „არ არსებობს არანაირი კონტროლი თავად ინფორმაციის კოპირების და შედეგად, მისი მოპოვების პროცესზე. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების წამოღების პროცესს. მისი ზედამხედველობა მხოლოდ იმ მონაცემთა ბანკზე ხორციელდება, რომელზეც ინსპექტორის დაშვებას უსაფრთხოების სამსახური ახდენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-101).

84. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ინსპექტორი აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემითა და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით)“. ამავე მუხლის 41 პუნქტი (რომელიც ამ მუხლს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაემატა) დეტალურად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ინსპექტირებისათვის აუცილებელ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ამ პროცესის ინსპექტირების საკანონმდებლო მექანიზმების არსებობა როგორც „ალტერნატიული ბანკების“ შექმნის პრევენციის საშუალება წარმოადგენს იმ გარემოებას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა. აღნიშნული მექანიზმის ეფექტურობის შემოწმებაც ასევე საჭიროებს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, სადავო ნორმებს შორის სხვაობა არსებითია, რაც გამორიცხავს მათ იგივეობას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისთვის.

85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვისა და კოპირების მომწესრიგებელ სადავო ნორმებს არ გააჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ნორმები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე ცნოს არაკონსტიტუციურად.

გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა

86. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/1/625,640 გადაწყვეტილების დამძლევად უნდა მიიჩნიოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 84 მუხლით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის მომწესრიგებელი ნორმებიც.

87. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით“. აღნიშნული ნორმა ამოქმედდება 2020 წლის 30 მარტიდან. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ67“ ქვეპუნქტის თანახმად, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა არის ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა (ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას.

88. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის 32 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას ინსპექტორი აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემითა და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

89. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა განმარტებულია, როგორც „ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს: (ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; (ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის რეალურ დროში მიწოდებას.

90. ამავე დროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გააჩნია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ინსპექტირების იგივე მექანიზმები, რაც ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებასა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებით.

91. ამგვარად, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა წარმოადგენს პირის გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ საშუალებას. აღნიშნულ საშუალებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები არ არის არსებითად განსხვავებული იმ მექანიზმებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ზოგად ტექნიკურ შესაძლებლობასთან მიმართებით. ამდენად, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის მომწესრიგებელი ნორმები არ იძლევა ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების სისტემისაგან განსხვავებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამდენად, ხსენებული სისტემისა და მისი კონტროლის სპეციფიკაციები არ წარმოადგენს არსებითად იგივეს, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/625,640 გადაწყვეტილებით. აღნიშნული ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ძალადაკარგულად ცნოს ხსენებული ნორმები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.

სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი

92. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

93. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი...“, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი...“, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

94. სადავო ნორმები, განსაზღვრავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, ასევე ადგენს, რომ სააგენტო წარმოადგენს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აწესრიგებს დასახელებულ ორ უწყებას შორის ინსტიტუციურ ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სადავო ნორმების თანახმად, სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას. ამასთან, სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახური. სააგენტოს უფროსი სააგენტოს საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წარდგენამდე, წარუდგენს სამსახურის უფროსს.

95. მოსარჩელე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები სააგენტოს აქცევს სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოდ, რომელიც, იმავდროულად, სწორედ სამსახურის უფროსისადმი არის ანგარიშვალდებული. შესაბამისად, სააგენტო არ არის სამსახურისგან დამოუკიდებელი ორგანო, ის არის პროფესიულად დაინტერესებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასა და დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებაზე. ასეთ ორგანოს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილების თანახმად, არ უნდა გააჩნდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია.

96. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების მომწესრიგებელი ნორმები. სააგენტოს ამგვარი უფლებამოსილებების დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს მის ინსტიტუციურ ბუნებას, მათ შორის, სააგენტოსა და სამსახურის ურთიერთმიმართებას. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას არ წარმოადგენს უშუალოდ ამ ურთიერთმიმართების კონსტიტუციურობის შემოწმება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტი და 29-ე მუხლი ადგენს მხოლოდ სააგენტოს მოწყობის ცალკეულ საკითხებს. აღნიშნული ნორმები შეეხება სააგენტოსა და სამსახურს შორის ინსტიტუციურ ურთიერთმიმართებას და არ ადგენს სააგენტოს უფლებამოსილებებს, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის საკითხი გათვალისწინებული იქნება მისი კონკრეტული უფლებამოსილებების კონსტიტუციურობის შეფასებისას, თუმცა მითითებულ სადავო ნორმებს არ გააჩნია უფლების შემზღუდავი ხასიათი და არ წარმოადგენს დამოუკიდებლად შესაფასებელ მოცემულობას.

97. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1231 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი...“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი...“, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

98. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა. №1231, №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებში ასევე გასაჩივრებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე მოთხოვნილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 84 მუხლის მე-3 პუნქტის; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

99. დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ითვალისწინებს სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიღოს ნორმატიული აქტები, რომლებითაც დარეგულირდება ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიც არის კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით გადაჭერის ორგანიზებისა და ტექნიკური მოპოვების წესი; ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა; აგრეთვე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.

100. მოსარჩელე მხარე დასახელებულ ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც ამგვარი ნორმატიული აქტების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სააგენტო. თავის მხრივ, სააგენტო ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შედის სამსახურის მმართველობის სფეროში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სააგენტოს, როგორც საგამოძიებო ფუნქციის მქონე ორგანოს, არ უნდა გააჩნდეს არც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და არც შესაბამისი სადავო ნორმებით გათვალისწინებული საკითხების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების მიღების უფლება.

101. სადავო ნორმები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ გარკვეულ საკითხებზე სააგენტოს გააჩნდეს ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება. სადავო ნორმები არ განსაზღვრავს თავად ამ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით რაიმე სხვა რეგულაციას. არც კონსტიტუციურ სარჩელებში და არც განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სარწმუნო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის შემხებლობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით გარანტირებულ უფლებებთან თავისთავად ის გარემოება, რომ კანონი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს სააგენტოზე. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად ვერ გამოდგება მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფუნქცია არ უნდა გააჩნდეს ამ მოქმედებებზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. სადავო ნორმები არ მოიცავს უშუალოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელეთა მიერ მითითებულ პრობლემას საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ამავე უფლებამოსილების დამდგენი სხვა საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში.

102. შესაბამისად, განსახილეველი საქმის ფარგლებში შემოტანილი ყველა კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე №1231, №928 და №929 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და №1231 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 84 მუხლის მე-3 პუნქტის; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

103. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

104. დასახელებული სადავო ნორმის თანახმად, საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, „შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოსთვის შესაბამისი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით აღჭურვა საკმარისი და ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში ქმნის ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს.

105. სადავო ნორმა ადგენს სააგენტოს უფლებამოსილებას, შეიძინოს, შექმნას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იმ სახის ტექნიკური, აპარატული და პროგრამული საშუალებები, რომლებიც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად. ეს ნორმა ზოგადი ხასიათის არის და მიემართება ნებისმიერი სახის ტექნიკურ, პროგრამულ და აპარატურულ საშუალებებს, რომლებიც შესაძლოა, დასჭირდეს სააგენტოს მისი ფუნქციების განსახორციელებლად. ნორმა არ მოიცავს უშუალოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად გამოსაყენებელ საშუალებებს. ამ საშუალებათა როგორც ფლობის, ისე მათი შეძენის, შექმნის, ორგანიზების, შემდგომი გამოყენების საკითხები მოწესრიგებულია სხვა სადავო ნორმებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეულ საფრთხეებს სასამართლო სწორედ აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში შეაფასებს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ არის a priori გარკვეული სახის ტექნიკური, აპარატული და პროგრამული საშუალებების შეძენა, შექმნა და გამოყენება, მიუხედავად მათი გამოყენების მიზნისა და დანიშნულებისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგო.

106. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1231 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

107. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

108. დასახელებული სადავო ნორმების მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის გადაცემის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებისთვის გამოყენებული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.

109. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას იწვევს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის ქვეშ არსებული სააგენტოს მიერ. აგრეთვე, მოსარჩელე ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ პროცესში არ არსებობს გარე კონტროლის საკმარისი მექანიზმები.

110. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები არ ადგენს სააგენტოს უფლებამოსილებას, განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები ან სხვა ღონისძიებები. ნორმები არ აწესრიგებს არც დასახელებულ მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებასა თუ ამ მოქმედებათა განსახორციელებლად გამოყენებულ ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებს. სადავო ნორმები განსაზღვრავს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ვალდებულებას, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, თავიანთი აპარატურა აღჭურონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა რიგი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფისთვის. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება არაკონსტიტუციური.

111. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1231 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

112. №1231 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას.

113. მოსარჩელე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ფარული საგამოძიებო მოქმედება არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც მის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შექმნილი სააგენტო. იმავდროულად, კანონმდებლობით აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დაშვებული ტექნიკური საშუალებები იძლევა მისი კონსტიტუციით დაშვებული ფარგლების გვერდის ავლით განხორციელების შესაძლებლობას, რომლისთვისაც არ არის გათვალისწინებული ეფექტური და საკმარისი გარე კონტროლი.

114. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული სადავო ნორმის შინაარსი გულისხმობს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ფარული საგამოძიებო მოქმედების განსახორციელებლად იმგვარი სისტემის არსებობის აუცილებლობას, რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს სსიპ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ ნორმით არ განისაზღვრება თავად დასახელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, ისევე როგორც არ ადგენს, თუ რა სახის ტექნიკური შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული მისი განხორციელებისთვის. მისით განისაზღვრება თუ რა სახის ტექნიკური შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისთვის გამოსაყენებელ სისტემას. მისი შინაარსი არ მოიცავს უშუალოდ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრას, ისევე როგორც ის არ ადგენს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურის, ორგანიზებისა და მასზე კონტროლის რაიმე სახის მექანიზმებს.

115. იმავდროულად, „საკონსტიტუციო სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის სამსახურის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე წვდომის აუცილებლობას და არც მაინცდამაინც ამ პროცესში ინსპექტორის ჩართულობას მიიჩნევს საჭიროდ. ბუნებრივია, რომ სამაშველო სამსახურს უნდა ჰქონდეს ასეთ ინფორმაციაზე ეფექტური და დროული ხელმისაწვდომობა, თუმცა ამგვარი შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალურად დადგენილი წესით, რომელიც, იმავდროულად, უზრუნველყოფს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე წვდომის ეფექტურ კონტროლს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება, II-107).

116. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს რაიმე სახის რეგულაციას, თუ რა ვითარებაში და რა წესის დაცვით უნდა განხორციელდეს სსიპ „112“-ის მხრიდან პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე წვდომა. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ არის მიმართული და არ ეხება სადავო ნორმით განსაზღვრულ შინაარსს. შესაბამისად, №1231 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

117. №1231, №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

118. დასახელებული სადავო ნორმა არეგულირებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების პროცედურულ საკითხს და განსაზღვრავს სააგენტოს უფლებას, მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით შენახვა, რაც საჭიროა ამ მონაცემთა სააგენტოს მიერ კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისათვის.

119. მოსარჩელეთა მტკიცებით, არაკონსტიტუციურია რეგულაცია, რომელიც სააგენტოს ანიჭებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ავტომატურად, ყველანაირი კრიტერიუმის გარეშე ტოტალურად კოპირებისა და მათი 12 თვის განმავლობაში შენახვის უფლებამოსილებას. მათი მტკიცებით, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ ამ მოქმედებას არ უნდა ახორციელებდეს საგამოძიებო ფუნქციის მქონე სახელმწიფო ორგანო.

120. სადავო ნორმა შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიის ვალდებულებას, შეინახოს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ მონაცემების კოპირებისთვის. სხვაგვარად, სადავო ნორმა წარმოადგენს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის ტექნიკური აღსრულების მექანიზმს. მოსარჩელეები არ დავობენ თავად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მონაცემთა ბანკში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის კონსტიტუციურობაზე. მათი მხრიდან არც ამ მონაცემთა გარკვეული ვადით შენახვის ვალდებულების არაკონსტიტუციურობის თაობაზე ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს უშუალოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებასა და შენახვაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამ ნორმის რეგულირების სფეროს აგრეთვე სცდება დასახელებული ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის დადგენა, მისთვის გამოსაყენებელ ტექნიკურ საშუალებებთან თუ ამ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. ამგვარად, წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება ნორმის რეალურ შინაარსს.

121. შესაბამისად, №1231, №928 და №929 კონსტიტუციური სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

122. განსახილველ საქმეზე ასევე სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

123. სადავო ნორმებით განსაზღვრულია, რომ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების, აგრეთვე გეოლოკაციის რეალურ დროში მოპოვების საშუალებების განთავსების/დამონტაჟების შემდგომ ღონისძიებებს სააგენტო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის 1433 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 - მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

124. მოსარჩელეთა მიერ როგორც კონსტიტუციურ სარჩელებში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია ერთიანია და მიუთითებს თავად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანოს – სააგენტოს ამ უფლებამოსილებით აღჭურვის, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებისა და მათზე გარე კონტროლის არასაკმარისობის გამო არაკონსტიტუციურობაზე.

125. დასახელებული სადავო ნორმები განსაზღვრავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას არ აქვს უშუალოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და გეოლოკაციის რეალურ დროში დადგენის განხორციელების პროცესში ჩარევის, რაიმე სახით მონაწილეობის უფლებამოსილება. აღნიშნული ნორმები ასევე მიუთითებს იმ საკანონმდებლო აქტებზე, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისი მოქმედებები უფლებამოსილი ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ადგენს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა და გეოლოკაციის რეალურ დროში დადგენის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას, ასევე არ აწესრიგებს აღნიშნული ღონისძიებებისთვის გამოსაყენებელ ტექნიკურ, პროგრამულ საშუალებებთან, მათზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა არგუმენტაცია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, აშკარაა, რომ კონსტიტუციური სარჩელები ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული და ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.

126. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მათი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

127. №1231 კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

128. დასახელებული სადავო ნორმები, შესაბამისი ნორმატიული აქტების მიზნებისათვის, ადგენენ „უფლებამოსილი ორგანოს“ ცნებას ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის და ამგვარ ორგანოდ განსაზღვრავენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. მოსარჩელის არგუმენტაციით, არაკონსტიტუციურია ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება იმ სახელმწიფო ორგანოსთვის, რომელიც პროფესიულად არის დაინტერესებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაზე. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების სფეროში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რაც მას ამ უკანასკნელს დაქვემდებარებულ ორგანოდ აქცევს. სწორედ აღნიშნული იწვევს სააგენტოს პროფესიულ დაინტერესებას, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

129. მოსარჩელის პოზიციით, ხსენებული სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია კანონმდებლობით სააგენტოსთვის თავად ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების გამო. როგორც აღინიშნა, განსახილველი სადავო ნორმები განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოს საკანონმდებლო დეფინიციებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოსარჩელისათვის პრობლემურად მიჩნეული სააგენტოს მიერ გარკვეული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმებიდან. მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება შესაბამის ნორმატიულ აქტებში გამოყენებული ტერმინების შინაარსის განსაზღვრით. ეს შინაარსი თითოეულ ნორმას დამოუკიდებლად გააჩნია. სასამართლო სააგენტოსათვის ამ უფლებამოსილების მინიჭების კონსტიტუციურობას შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში შეაფასებს. ზემოთ დასახელებულ სადავო ნორმებს კი არ გააჩნია მოსარჩელისთვის პრობლემური შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.

130. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1231 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს დასახელებული კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

131. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მყარად დამკვიდრდა სტანდარტი, რომელსაც აუცილებელია აკმაყოფილებდეს თითოეული კონსტიტუციური სარჩელი. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება №1/3/469 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის ან მისი შესაბამისი ნაწილის არსებითად განსახილველად მიღებაზე.

132. №928 და №929 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

133. სადავო ნორმის თანახმად, სააგენტოს ენიჭება ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მათი კანონით განსაზღვრული ვადით შენახვის უფლებამოსილება. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ბაზებზე წვდომის უფლება.

134. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

135. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დებულება „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ... არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი“ ხაზგასმით მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია „ოფიციალურ ჩანაწერებში“ უკვე არსებულ ინფორმაციაზე შემდგომი ხელმისაწვდომობის გარანტიები. შედეგად, ამ დებულებით დაცულია პირადი ცხოვრების ის უფლებრივი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, მოითხოვოს „ოფიციალურ ჩანაწერებში“ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვა. ეს ნორმა არ არეგულირებს საკითხს, „ოფიციალურ ჩანაწერებში“ რომელი ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს და რომელი არა. აქ საუბარია, „ოფიციალურ ჩანაწერებში“ უკვე არსებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის შინაარსობრივ ფარგლებზე და ასეთი ინფორმაციის გაცემის წესზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №1/5/625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-23).

136. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფო ორგანოს უფლებას, კანონით განსაზღვრული წესით მოიპოვოს და შეინახოს პერსონალური ინფორმაცია. ნორმა აწესრიგებს სწორედ ინფორმაციის კოპირებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული ნორმით არ არის დარეგულირებული ამგვარად შენახული პერსონალური ინფორმაციის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, დასახელებული ნორმა ვერ გამოიწვევს სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაციის ნებისმიერი სხვა პირისთვის გამჟღავნებას. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის.

137. №928 და №929 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

138. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მხრივ №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №928, №929, №931, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1000, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224, №1231 კონსტიტუციური სარჩელები აკმაყოფილებენ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად:

ა) №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით“, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადების, 84 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ა.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-6 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) კონსტიტუციური სარჩელები №928 და №929 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ბ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ) კონსტიტუციური სარჩელი №931 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

გ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ) კონსტიტუციური სარჩელი №1231 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

დ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების, 84 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად:

ა) №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის, 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების, 84 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ა.ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) კონსტიტუციური სარჩელები №928 და №929 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ბ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ.ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ.გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

გ) კონსტიტუციური სარჩელი №931 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

გ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის, 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ.ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ) კონსტიტუციური სარჩელი №1231 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

დ.ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ66“ ქვეპუნქტის, 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 83 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების, 84 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების, მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ - სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი“, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ.ე) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

3. არ დაკმაყოფილდეს №885, №886, №887, №888, №889, №890, №891, №892, №893, №894, №895, №896, №897, №898, №899, №900, №901, №902, №903, №904, №905, №906, №907, №908, №909, №910, №911, №912, №913, №914, №915, №916, №917, №918, №919, №920, №921, №922, №923, №924, №928, №929, №931, №932, №933, №934, №935, №936, №937, №938, №939, №940, №941, №942, №943, №944, №945, №946, №947, №948, №949, №950, №951, №952, №953, №954, №955, №956, №957, №958, №959, №960, №961, №962, №963, №964, №965, №966, №967, №968, №969, №970, №971, №972, №973, №974, №975, №976, №977, №978, №979, №980, №981, №982, №983, №984, №985, №986, №987, №988, №989, №990, №991, №992, №993, №994, №995, №996, №997, №998, №999, №1001, №1002, №1003, №1004, №1005, №1006, №1007, №1008, №1009, №1010, №1011, №1012, №1013, №1014, №1015, №1016, №1017, №1018, №1019, №1020, №1021, №1022, №1023, №1024, №1025, №1026, №1027, №1028, №1029, №1030, №1031, №1032, №1033, №1034, №1035, №1036, №1037, №1038, №1039, №1040, №1041, №1042, №1043, №1044, №1045, №1046, №1047, №1048, №1049, №1050, №1051, №1052, №1053, №1054, №1055, №1056, №1057, №1058, №1059, №1060, №1061, №1062, №1063, №1064, №1065, №1066, №1067, №1068, №1069, №1070, №1071, №1072, №1073, №1074, №1075, №1076, №1077, №1078, №1079, №1080, №1081, №1082, №1083, №1084, №1085, №1086, №1087, №1088, №1089, №1090, №1091, №1092, №1093, №1094, №1095, №1096, №1097, №1098, №1099, №1100, №1101, №1102, №1103, №1104, №1105, №1106, №1107, №1108, №1109, №1110, №1111, №1112, №1113, №1114, №1115, №1116, №1117, №1118, №1119, №1120, №1121, №1122, №1123, №1124, №1125, №1126, №1127, №1128, №1129, №1130, №1131, №1132, №1133, №1134, №1135, №1136, №1137, №1138, №1139, №1140, №1141, №1142, №1143, №1144, №1145, №1146, №1147, №1148, №1149, №1150, №1151, №1152, №1153, №1154, №1155, №1156, №1157, №1158, №1159, №1160, №1161, №1162, №1163, №1164, №1165, №1166, №1167, №1168, №1169, №1170, №1171, №1172, №1173, №1174, №1175, №1176, №1177, №1178, №1179, №1180, №1181, №1182, №1183, №1184, №1185, №1186, №1187, №1188, №1189, №1190, №1191, №1192, №1193, №1194, №1195, №1196, №1197, №1198, №1199, №1200, №1201, №1202, №1203, №1204, №1205, №1206, №1207, №1213, №1220, №1221, №1222, №1223, №1224, №1231 კონსტიტუციურ სარჩელებში დაყენებული მოთხოვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. საოქმო ჩანაწერს თან დაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.

8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის წევრები:

ზაზა თავაძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი