დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგარანტიო ხელშეკრულების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის)“ რატიფიცირების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2277 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 05/08/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგარანტიო ხელშეკრულების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1998 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგარანტიო ხელშეკრულება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“.
2. ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზების პროგრამა შეთანხმდეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და სხვა შესაბამის კომიტეტებთან, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან.
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთი თვის ვადაში გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება „საქენერგოსთან“ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. კრედიტის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და სხვა შესაბამის კომიტეტებს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2277-რს
დოკუმენტის კომენტარები