„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016172
01-1
04/01/2018
ვებგვერდი, 05/01/2018
480040000.22.030.016172
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-1

2018 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.01.2012 წ. სარეგისტრაციო კოდი №480040000.22.030.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №8 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული/გამოწვეული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების ბარგის გადაზიდვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული  ოდენობები ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით  (დანართი №9);

კ)  როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული/გამოწვეული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების ბარგის გადაზიდვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით (დანართი №10).“;

გ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 2.50 ლარი და 1 ევრო – 2.90 ლარი.“;

დ) ბრძანების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯი – ამ ბრძანების №9 და №10 დანართებით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის ვალდებულებით.  დასაშვებია ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება მოსამსახურისათვის და მისი ოჯახის წევრთათვის ცალ-ცალკე, ჯამში არაუმეტეს №9 და №10 დანართებით  გათვალისწინებული ნორმისა.“;

ე) ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობის თანხა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე