„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016358
8
03/01/2018
ვებგვერდი, 09/01/2018
010260020.35.137.016358
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2018 წლის 3 იანვარი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, 010260020.35.137.016122)  კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და  კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ც“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი