„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016266
31
29/12/2017
ვებგვერდი, 08/01/2018
010240030.32.057.016266
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 და  26-ე მუხლების შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების (სსმ, 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016204) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება:
„ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, მათ შორის მომსახურების ხარისხის შეფასება;“;
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“-„ე3“ ქვეპუნქტები:
„ე1) ტურისტულ ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების წახალისება, მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
ე2) ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ახალი და არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა;
ე3) ხელის შეწყობა და მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლების მიზანია რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის სტიმულირება;“;
გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ პუნქტები:
„ზ1) დამოუკიდებლად და სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან თანამშრომლობით აწარმოოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
2) ტურისტული მომსახურების სფეროს ანალიზის მიზნით აწარმოოს დაკვირვება და გამოავლინოს მომსახურების სფეროში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა;“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“;
ე) მე-4 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორ­ციე­ლების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების ვა­დამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრუ­ლებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული მოადგილე, თავმჯ­დომარის მიერ წინასწარი განსაზღვრის შეუძლებლობისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მოადგილე.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორ­დი­ნაციას უწევენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრუ­ლე­ბენ დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს საკუ­რაციო სფეროების შესაბამისად.“;

ვ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახური;

ბ) სერვისის განვითარების სამსახური;

გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური;

დ) სოციალური მედიისა და ონლაინპროექტების სამსახური;

ე) ადმინისტრაციული სამსახური;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური;

თ) საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახური." ;
 

ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.“
;
 
თ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახური:“
ი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ჟურნალისტების, ტუროპერატორებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა მონაწილეთათვის რეგიონში სხვადასხვა გაცნობითი ტურის მოწყობას;“
;
კ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“-„ა.ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ლ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ1“ და „ა.ვ2“ ქვეპუნქტები:
„ა.ვ1) ზრუნავს რეგიონის ტურისტული ბრენდის განვითარებაზე, შეიმუშავებს სარეკლამო კამპანიის წარმართვისათვის საჭირო აქტივობების გეგმას და წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახორციელებლად;
ა.ვ2) ამზადებს და ამუშავებს დეპარტამენტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსს, მართავს ინტერნეტსივრცეში წარმოებულ კომუნიკაციას დეპარტამენტთან.“;
მ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სერვისის განვითარების სამსახური:“;

ნ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური:“

ო) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სოციალური მედიისა და ონლაინ პროექტების სამსახური:“

პ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციული სამსახური:“
 

ჟ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური:“
რ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური:“
ს) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის"თ" ქვეპუნქტი:
„თ) საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახური:
თ.ა) ხელს უწყობს უცხოელი ჟურნალისტების, ტუროპერატორებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა მონაწილეთათვის რეგიონში სხვადასხვა გაცნობითი საინფორმაციო ტურის მოწყობას;
თ.ბ) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევას ქვეყნის გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთში და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
თ.დ) ხელს უწყობს დეპარტამენტის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას;
თ.ე) ხელს უწყობს დეპარტამენტის მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, ღონისძიებებში და აქტივობებში;
თ.ვ) ამყარებს კომუნიკაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან და სხვა უწყებებთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“
.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე