ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016303
71
28/12/2017
ვებგვერდი, 09/01/2018
010250050.35.107.016303
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №71

2017 წლის 28 დეკემბერი

დაბა ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დებულების მე-2 მუხლის:

გ.ა)  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს მერიის საჯარო მოსამსახურეებს მოქმედი კანონმდებლობითა და  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;“;

გ.ბ)  მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;“;

გ.გ)  21-ე  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ახორციელებს  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

ე)  დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახორციელებს  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით  და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

მუხლი 2
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №44  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016276) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.    

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 3
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №45  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

დ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის:

დ.ა)  მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::

„ბ) ტრანსპორტის რეგულირებისა  და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება.“;

დ.ბ)  მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ტრანსპორტის რეგულირებისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:“;

მუხლი 4
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №46  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016278) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2  მუხლის მე-17 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 5
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №47  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016279)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 6
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის   სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №48  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.107.016280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 7
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №49  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვას;

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმუშევართა აღრიცხვას, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას;

8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 8
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №50  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.107.016282) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  კერძო სამართლის იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;“;

 გ) დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 9
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №51  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

ბ)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 10
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №52  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016284) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

)  დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“;

)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის უფლებები

სამსახური  უფლებამოსილია:

ა) მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა;

ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურულ ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი  თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;

ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა