„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016273
52
29/12/2017
ვებგვერდი, 08/01/2018
010250050.35.127.016273
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 05/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016253) №1 დანართის 1-ლ მუხლში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ კერძო სამართლის დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე