დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020308 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/11/2015; 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მამუკა ბახტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ირაკლი მატკავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გიორგი კობერიძე – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დიმიტრი სამხარაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; რომან კაკულია – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პაატა კვიჟინაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები