„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016427
2851
29/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010320040.22.029.016427
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2851

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.“.

2. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი