დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2851 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016427 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“ 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.“. 2. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები