დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 04/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010050.11.004.016050 |
1
04/01/2018
ვებგვერდი, 08/01/2018
220010050.11.004.016050
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
|
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სავაჭრო სისტემაში გასაანგარიშებელ პერიოდში დადებულ ბანკთაშორის იმ გარიგებათა ჯამური ბრუნვა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში 1.5 მლნ (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარზე ნაკლებია.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღეს ძალაშია ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით განსაზღვრული იმ დღისათვის დადგენილი გაცვლითი კურსები.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები