დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016393 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2018 - 30/12/2021)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“-ს მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1).
2.დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/11/2015, 190040000.35.153.016297).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის საკრებულოს 2016 წლის 20 მაისის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/05/2016, 010250000.35.175.016123). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი |
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
|
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში (კომისიები) მონაწილეობის მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა |
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარითა და 50 თეთრის ოდენობით. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილების მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01 (პირველი) რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2). 3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სატაბელო ფურცელით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს რიგით სხდომაზე და შესაბამისი ორგანოების (კომისიები) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 5. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული რიგითი სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 267 (ორასსამოცდაშვიდი) ლარი და 50 თეთრი, ხოლო კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი. |
მუხლი 4.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ანაზღაურებულ უნდა იქნას ასევე შესაბამისი ხარჯი ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობის ფარგლებში. |
მუხლი 5.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების ანხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყოველი მომდევნო თვის პირველ სხდომაზე მიღებული განკარგულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. |
დანართი №2
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები (თვე, წელი) |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სახელი/გვარი: ხელმოწერა: | ||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები