დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016392 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №2 დადგენილებით (სსმ 21/11/2017. 010250050.35.153.016374) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1.დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებებს.’’ 2.მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე’’. 3.მე-9 მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის შრომის შინაგანაწესის პროექტს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად’’. |
| მუხლი 2 |
1.,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილება (ვებგვერდი, 11/08/2014. 010250000.35.153.016207);
2.,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილება (ვებგვერდი, 20/01/2015. 010250000.35.175.016053). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები