დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 54 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016274 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის ,,დ.ა.“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N33 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016219).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9176.6 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9561.6 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7141.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7281.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 140 ათასი ლარის ოდენობით. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -891,1 ლარის ოდენობით. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები განისაზღვროს 3059.2 ათასი ლარით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 14.03.2017 წლის N 480 განკარგულებით გამოყოფილია 2833,6 ათასი ლარი. 1. სოფ. პირველი და მეორე ობჩის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ.როდინოულთან დამაკავშირებელი ს/გზა 707.4 ათასი ლარი; 2. სოფ. ფერსათსა და წითელხევში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყლის სათავე ნაგებობის, წყალშემკრები რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობა-445.4 ათასი ლარი; 3. სოფელ პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-317.6 ათასი ლარი; 4. ქ. ბაღდათში სალხინო ეკლესიასთან მისასვლელი გზა-168.4 ათასი ლარი; 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მოწყობის სამუშაოები-354.3 თასი ლარი; 6. ბაღდათი-საკრაულას ადგ. მნიშვნელობის ს/გზის საკრაულა-წიფის მონაკვეთის რეაბილიტაცია-540 ათასი ლარი; 7. საპროექტო დოკუმენტაციებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესტიდვა 137 ათასი ლარი. 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტს სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაღდათის რაიონული ცენტრის მშენებლობისათვის გამოეყო153,5 ათასი ლარი; „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 15.06.2017 წლის N 1213 განკარგულებით გამოყოფილია 85 ათასი ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 6.07.2017 წლის N 1401 განკარგულებით გამოყოფილია 1245,3 ათასი ლარი. 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. კაკასხიდიდან სოფ. ხანამდე გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობა 600 ათასი ლარი; 2. ქ. ბაღდათში ე.თოდაძის ქუჩის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია 196,7 ათასი ლარი; 3. სოფ. დიმში ადამაძეების და გიორგიძეების უბანში მდ. ხანისწყალზე ნაპირსამაგრის მოწყობა 254,1 ათასი ლარი; 4. ქ. ბაღდათში ბაღდათის ქუჩის გზის სავალი ნაწილის, გვერდულის და აგრობაზრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა -194,6 ათასი ლარი; „სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 27.12.2017 წლის N 2712 განკარგულებით გამოყოფილია 1700 ათასი ლარი. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 7578.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა,. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები