„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016254
46
26/12/2017
ვებგვერდი, 08/01/2018
300280020.16.009.016254
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №46

2017 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ენერგოსისტემის (ენერგოსისტემის ნაწილის) აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან (შემდგომ სისტემის აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან) სრულად ჩამქრალი ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენა ისეთი ელექტროსადგურის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მუშაობის დაწყება გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე;“

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) სიხშირის რეგულირება – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის შენარჩუნება დასაშვები ზღვრული სიდიდეების ფარგლებში;“

გ) „ჰ6“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 111 მუხლის

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების პირობებს ძაბვის რეგულირების მიზნით;“

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობას;“

3.    23-ე მუხლის

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად იყოფა A, B, C, D კატეგორიებად. ელექტროსადგურების კატეგორიები და მათდამი წაყენებული მოთხოვნები ნაჩვენებია ცხრილში:

კატ.

დადგმული სიმძლავრის ზღვრები (მგვტ)

ძაბვის რეგულირების შესაძლებლობა

მდგრადობისადმი წაყენებული მოთხოვნები

რეზერვები

ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობა

პირველადი

მეორეული

მესამეული

A

<1.5

-

-

-

-

 

-

B

1.5÷<10

+

+

-

-

 

შეთანხმებით

C

10÷<30

+

+

+

შეთანხმებით

შეთანხმებით

+

D

≥30

+

+

+

+

შეთანხმებით

+

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარ შერჩეული ელექტროსადგურისაგან მოითხოვოს სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის უზრუნველყოფა. ასეთი ელექტროსადგურები  სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენას ახორციელებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ელექტროსადგური ვალდებულია  მოთხოვნისთანავე დაუშვას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის პროცესის ტესტირებისა და გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.“;

გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორის დაპროექტებისას და მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტატიზმის კოეფიციენტის ცვლილება ორი პროცენტიდან (2%-დან) რვა პროცენტამდე (8%-მდე). რეგულატორის არამგრძნობელობის დიაპაზონი (ბუნებრივი და ხელოვნური) უნდა იყოს არაუმეტეს 0.015 ჰერცისა (15 მილიჰერცი). ზემოთ მოყვანილი გადახრისა და მგრძნობელობის ინტერვალის მოთხოვნები უნდა ეხებოდეს ყველა გენერატორს. მოსარგებლეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ  აქვს უფლება შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები. გადამცემ ქსელში ჩართული აქტიურ რეჟიმში მომუშავე ჰიდროგენერატორის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის აღება ნულიდან მაქსიმუმამდე არაუმეტეს 30 წამის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებული ელექტროსადგურებისათვის აღნიშნული პარამეტრი იზღუდება ქარხანა-დამამზადებლის საპასპორტო პირობებით).

12. ელექტროსადგურის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დროს გენერატორის სიჩქარის რეგულირების სისტემას ასევე უნდა შეეძლოს იმუშაოს 45.0 ჰც – 55.0 ჰც სიხშირის დიაპაზონში, თუ არ იზღუდება დამამზადებლის საპასპორტო პირობებით.“

4.   43-ე მუხლის

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. დამატებითი/სასისტემო მომსახურება“.

ბ) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დამატებით/სასისტემო მომსახურებას, რომლებიც მნიშვნელოვანია გადამცემი ქსელის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოწოდების ხარისხს, წარმოადგენს:

ა) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (პირველადი რეზერვი);

ბ) სიხშირის აღდგენის რეზერვი (მეორეული რეზერვი);

გ) ჩანაცვლების რეზერვი (მესამეული რეზერვი);

დ) ძაბვის რეგულირება;

ე) სისტემის აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სრულად უნდა აკონტროლებდეს ყველა დამატებით/სასისტემო მომსახურებას. მან უნდა განსაზღვროს, რომელი დამატებითი/სასისტემო მომსახურება უნდა იყოს გაწეული, როდის და ვის მიერ, რისთვისაც ამ წესების შესაბამისად შეიმუშავებს დამატებითი/სასისტემო მომსახურების გაწევის ინსტრუქციას, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს კომისიას.

3. დამატებითი/სასისტემო მომსახურების მიზნებს წარმოადგენს:

ა) იმ მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სიხშირისა და ძაბვის რეგულირებას გადამცემ ქსელში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის განსახორციელებლად;

ბ)  რეზერვის ოპერატიული მართვისთვის დროის სხვადასხვა შუალედების დაწესება, რომლითაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს რეზერვის მართვას  და განსაზღვრავს პროცედურებს ენერგობლოკების/აგრეგატების და სხვა საშუალებების რეზერვის შესაფასებლად;

გ) მოთხოვნების შემუშავება იმ ელექტროსადგურებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენაში.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველმყოფ სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.“;

დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადამცემ ქსელში ჩართული ყველა ენერგობლოკი/აგრეგატი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველყოფაში,  აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემებით. ყველა სიხშირის ავტომატური რეგულირების სისტემა უნდა მოქმედებდეს სიხშირის ± 0.015 ჰც გადახრაზე.“;

ვ) მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ძაბვის რეგულირების დინამიკურ სისტემას.“;

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს და შეცვალოს (საჭიროების მიხედვით)  გადამცემ ქსელში ძაბვის რეგულირების პროცედურები.“

თ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ძაბვის რეგულირების დამატებითი მექანიზმების გამოყენება დასაშვებია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების გაჩენისას. ეს შეიძლება სხვა ზომებთან ერთად მოიცავდეს შემდეგ ზომებს:

ა) ელექტროენერგიის მწარმოებელთან შეთანხმებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება;

ბ) მომხმარებლის დატვირთვის კონტროლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესებით დადგენილი ძაბვის ავარიული ზღვრებიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად.“;

ი) მე-15 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების გამორთვა რემონტის, ტესტირების, რელეური დაცვის შემოწმების ან მოსარგებლეების მიერ სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით;

ბ) ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების გამორთვა ავარიის საფრთხის არსებობის ან ავარიული რემონტის აუცილებლობის დროს;

გ) ძაბვის რეგულირების დროს;“;

კ) 21-ე–24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. რეზერვი წარმოადგენს გენერაციის გამოუყენებელ სიმძლავრეს, რომელიც გამოიყენება რეალურ დროში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში და მიწოდება-მოხმარების ბალანსის შესანარჩუნებლად, მოთხოვნის პროგნოზის უზუსტობისა და ენერგობლოკის/აგრეგატის მოულოდნელი გათიშვის შემთხვევებში. რეზერვი შედგება სიხშირის შენარჩუნების (პირველადი), სიხშირის აღდგენის (მეორეული) და ჩანაცვლების (მესამეული) რეზერვისგან.

22. სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (პირველადი რეზერვი) მოქმედებაში მოდის სიხშირის პირველადი რეგულირებისას. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი  სისტემას სიხშირის შენარჩუნების რეზერვით  (პირველადი რეზერვით) უზრუნველყოფს, ვალდებულია სიჩქარის რეგულატორი ამუშავოს სიხშირის ცვლილების მიმართ ავტომატურ რეჟიმში (თავისუფალი რეგულირების რეჟიმი). სიჩქარის ავტომატური რეგულატორის რეაგირების მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წამს. პირველადი რეგულირების დასრულების ანუ სიმძლავრის წონასწორობის აღდგენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. სიხშირის შენარჩუნების რეზერვს (პირველად რეზერვს)  უნდა შეეძლოს მოქმედება არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში.

23. სიხშირის აღდგენის რეზერვის (მეორეული რეზერვის) გამოყენება ხდება სიხშირის მეორეული რეგულირებისას. სიხშირის აღდგენის რეზერვის ამოქმედების დრო შეადგენს შეშფოთებიდან 15  წუთს. სიხშირის აღდგენის რეზერვის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს.

24. ჩანაცვლების რეზერვი (მესამეული რეზერვი) იყოფა ორ საფეხურად: 

ა)  პირველი საფეხური მოქმედებაში უნდა მოვიდეს ავარიიდან 2 საათის განმავლობაში და უნდა შეეძლოს მუშაობა არანაკლებ 24 საათისა;

ბ) მეორე საფეხური მოქმედებაში უნდა მოვიდეს ავარიიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა შეეძლოს მუშაობა არაუმეტეს 1 წლისა.“;

ლ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 პუნქტი:

„241. ჩანაცვლების რეზერვის ამოქმედება გულისხმობს ელექტროსადგურის მიერ  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ვადაში, მაგრამ არაუადრეს ამ წესებით განსაზღვრული ვადისა, მოთხოვნილი სიმძლავრის აღებას, არაუმეტეს კონკრეტული ელექტროსადგურისთვის სიხშირის ჩანაცვლების რეზერვის დადგენილი მოცულობისა.“;

მ) 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნას.

ნ) 26-ე–27-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს პირველადი, მეორეული და მესამეული რეზერვების მოცულობა, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა არსებობდეს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ დროს,  სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებები:

ა) ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები;

ბ)  რეზერვების ეკონომიკური მაჩვენებლები;

გ) სისტემაში ჩართული ყველაზე დიდი დადგმული სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი/აგრეგატი, ასევე სისტემათაშორისი და შიდასასისტემო გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები;

დ) კლიმატური პირობები, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) ენერგობლოკების/აგრეგატების  და გადამცემი ქსელის საიმედოობაზე;

ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველაზე დატვირთული ელემენტის გამორთვით გამოწვეული სიხშირის მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც გამოთვლილია ელექტროენერგეტიკული სისტემის მათემატიკური მოდელის გამოყენებით.

27. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა აღრიცხოს და აკონტროლოს დამატებითი/სასისტემო მომსახურების გამოყენების ხარისხი.“;

ო) 28-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პ) 29–30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

29. სისტემის  ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენა ხორციელდება შემდეგი სახითა და მოთხოვნების დაცვით:

ა) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღსადგენად საჭიროა ისეთი ელექტროსადგურების  არსებობა, რომლის ერთ ენერგობლოკს/აგრეგატს მაინც შესწევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითების მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ძაბვის არარსებობის პირობებში, გაშვების, ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვისა და ქსელთან მიერთების უნარი;

ბ) ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებმა, რომელთა ვალდებულებაა სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენა, უნდა უზრუნველყონ სიხშირისა და ძაბვის წინასწარ განსაზღვრული დონეების შენარჩუნება და  დატვირთვის აღება  ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის პერიოდში;

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გადაამოწმოს სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის რეალური შესაძლებლობანი, ასეთი გათიშვის დადგომის შემთხვევაში;

დ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელმა ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დამაკავშირებელი ხმოვანი და სხვა სახის კომუნიკაციების არსებობა  და ოპერირება ელექტროენერგიის გარეშე წყაროების გამოუყენებლად იმ პერიოდის მანძილზე, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

ე) თუ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის პროცესში, ენერგობლოკს/აგრეგატს არ შეუძლია პარამეტრების დადგენილ დონეზე შენარჩუნება, ელექტროენერგიის მწარმოებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს შესაბამისი განკარგულება არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ელექტროენერგიის მწარმოებელმა შეიძლება პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-ელექტროდანადგარების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სიმძლავრის ცვლილება დამოუკიდებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს;

ვ) ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ანგარიში ყველა გატარებული ქმედების შესახებ.

30. სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ვალდებულებები  ასახული უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებაში.“;

5.    46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  რეზერვების ამოქმედება;“

6.    47-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, გასცეს  განკარგულებები სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობის მქონე ენერგობლოკების/აგრეგატების გაშვების ინიცირების მიზნით;

ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების ვალდებულებებს, რომელთა ენერგობლოკები/აგრეგატები უზრუნველყოფენ სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენას;“.

7.    49-ე მუხლის

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ უზრუნველყოფილ პირველად, მეორეულ და მესამეულ რეზერვს;“;

ბ) მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის გამოცდით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ  სისტემის ნულოვანი მდგომარეობის აღდგენის პროცედურის განხორციელების უნარის დემონსტრირება. ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება, თუ ელექტროსადგური შეძლებს დამოუკიდებლად  გაშვებას,  ქსელთან სინქრონიზაციასა და დატვირთვის კვებას ძაბვისა და სიხშირის დადგენილი (ავარიის შემდგომი) ზღვრების ფარგლებში;“.

8.    53-ე მუხლის

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროსადგურებიდან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არჩევს იმ ელექტროსადგურების ჩამონათვალს, რომლებიც თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე წარმოადგენენ დამატებითი/სასისტემო მომსახურების უზრუნველყოფის წყაროებს. შერჩევის მეთოდოლოგია განისაზღვრება „დამატებითი/სასისტემო მომსახურების გაწევის ინსტრუქციით“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დადგენილი პერიოდულობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განაცხადი დისპეტჩერიზაციისათვის საჭირო პარამეტრებისა და აღნიშნულ პარამეტრებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.“.

9.    82-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებს აცნობოს, რომ მის ენერგობლოკებს/აგრეგატს გააჩნია სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობა ქსელიდან ძაბვის მიწოდების გარეშე.“.

10. 108-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესების 92-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს - კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში.";

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ამ წესების 104-ე მუხლის ამოქმედებამდე, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია 104-ე მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები მის კუთვნილ აღრიცხვის მოწყობილობებთან მიმართებაში დააკმაყოფილოს:

ა) კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში;

ან

ბ) თუ ხორციელდება მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე.“.

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემის მიზნით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან  არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლამდე წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია შესაბამისი ვალდებულების გადავადების მიზეზის, გადავადების პერიოდისა და მისი შესრულებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობის შესახებ.";

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებულმა მონაწილეებმა 45-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით უზრუნველყონ:

ა) II დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვა და განთავსება საკუთარ ობიექტებზე არაუგვიანეს 2019 წლის პირველი იანვრისა.

ბ) III დონის SCADA-ს განვითარების პროგრამის კომისიისთვის წარდგენა შესათანხმებლად არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტისა.“.

მუხლი 2
ის ელექტროსადგურები, რომელთაც ამ ცვლილებების ამოქმედებამდე დადგენილი ჰქონდათ მოთხოვნები 23-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი არიან გააგრძელონ მუშაობა ამ ცვლილებამდე დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია