დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020301 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040030000.10.003.016666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდეს 10 დღის ვადაში. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გაწეული მომსახურების საფასურია 5 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები