„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020296
586
28/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
010240030.10.003.020296
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №586

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2016; 010240030.10.003.019661) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ დასამტკიცებელი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სამინისტროსთან შეთანხმების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი