დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040050000.22.022.017460 |
|
„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017წ., №1620-რს) მე-2 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, №18, მუხლი 159, 2001წ.) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფონდი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.“. 2. მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოამზადოს საკითხები ფონდის კომპეტენციის სფეროებიდან და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;“. 4. მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;“. 5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, როგორც ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“. 6. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“. 7. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“; 8. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 9. მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები