ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016262
42
28/12/2017
ვებგვერდი, 08/01/2018
010260020.35.136.016262
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2017 წლის 28 დეკემბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის  საფუძველზე    ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №24 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016244)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ;

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულება თანდართული დანართის მიხედვით“

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი და მეორე მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახური

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის  და ინფრასტრუქტურის  სამსახური არის საქართველოს ორგანული  კანონის   “ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის” საფუძველზე   შექმნილი, ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე  ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ერთიანი  ეკონომიკური პოლიტიკის  გატარებას,  უზრუნველყოფს  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას,  ადგილობრივი ქონების  შექმნას  და განკარგვას, ეკონომიკური   სტრატეგიისა  და  საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას. სამსახურს გააჩნია ბეჭედი.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

„1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის და ტექნიკური ზედამხედველობის  განყოფილება ;

ბ)  მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;

2.სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს სამსახურის უფროსი,  რომლის  უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის  დებულებით და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამუშაოთა  აღწერილობით. სამსახურის უფროსის სამსახურში არ ყოფნის პერიოდში, უფროსის  უფლება-მოვალეობებს მერის ბრძანებით ახორციელებს ერთ-ერთი  განყოფილების უფროსი

3. განყოფილება შედგება, განყოფილების უფროსისა და უფროსი სპეციალისტებისაგან.

4. განყოფილების  საქმიანობას წარმართავს, განყოფილების უფროსი, რომლის უფლება მოვალეობები და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.

5. განყოფილების უფროსი სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  საქართველოს  კანონმდებლობით და მერიის დებულებით, უფროსი სპეციალისტების   ფუნქციები    განისაზღვრება    შესაბამისი    სამუშაოთა  აღწერილობით.“

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის უფროსი:“

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4  მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს  განყოფილებაზე  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა   მიერ  სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;

ე) ხელს აწერს  განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;

ვ) ახორციელებს  მოქმედი  კანონმდებლობითა   და  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3.განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის, მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილეების წინაშე.“

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-6 მუხლის სათაური,  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.  ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების   ფუნქციები.“

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-7 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები“

„მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;

9.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-8 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებას ხულოს   მუნიციპალიტეტის  მერის წარდგინებით  ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;“

მუხლი 2. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, მობილიზაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016245)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის     დებულება თანდართული დანართის მიხედვით“

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.

2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ და   „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.“

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, პირველი პუნქტის “ბ“,  „ე“  და „დ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციაა:

ბ) მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;  

ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიაში მონაწილეობა, კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა;

დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვა, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო  ინფორმაცია;“

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, (შემდგომში - სამსახურის უფროსი) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  

2.სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4.პირველად სტრუქტურულ ერთეულის  საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სამსახურის უფროსი;

ა) უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

გ) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ მუხლი 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები

1. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს შორის  უფლებამოსილებებს ანაწილებს სამსახურის უფროსი

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტს,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლები  ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აწარმოებს მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქმის წარმოებას, რეზერვისტთა და წვევამდელთა არქივის შენახვასა და დოკუმენტების დროულ მოძიებას.

ბ) სამხედრო სამსახურში ყოველდღიურად შემოსული კორესპონდენციის დროულად შესრულებასა და გაგზავნას ადრესატის მიხედვით.

გ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს;

10. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის თანახმად."


მუხლი 2. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, მობილიზაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016245)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ;

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის     დებულება თანდართული დანართის მიხედვით“

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.

2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ და   „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.“

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, პირველი პუნქტის “ბ“,  „ე“  და „დ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციაა:

ბ) მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;  

ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიაში მონაწილეობა, კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა;

დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვა, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო  ინფორმაცია;“

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, (შემდგომში - სამსახურის უფროსი) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  

2.სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4.პირველად სტრუქტურულ ერთეულის  საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სამსახურის უფროსი;

ა) უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

გ) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები

1. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს შორის  უფლებამოსილებებს ანაწილებს სამსახურის უფროსი

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტს,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლები  ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აწარმოებს მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქმის წარმოებას, რეზერვისტთა და წვევამდელთა არქივის შენახვასა და დოკუმენტების დროულ მოძიებას.

ბ) სამხედრო სამსახურში ყოველდღიურად შემოსული კორესპონდენციის დროულად შესრულებასა და გაგზავნას ადრესატის მიხედვით.

გ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს;

10. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის თანახმად.


მუხლი 3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016246)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა – შესწავლის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის  დებულება“

4.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა – შესწავლის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის აღრიცხვა შესწავლას

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და  სამსახურის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება.

ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების  უფროსისა  და განყოფილების მოხელეებისაგან.

4.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის  დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის  უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები

1.ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა – შესწავლის სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;

ბ.ა). ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ)  სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსი

გ.ა) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ.ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების   მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ.გ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის  განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4 მუხლის „გ“, „კ“, „ლ“ "მ" და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წინადადებების შემუშავებას ხულოს მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;

ლ)  ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის  სოციალური პროგრამების შემუშავებას,

ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“

9. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის  რეორგანიზაცია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის  რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016247)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის  დებულება“

4.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური  არის ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს ხელმძღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი, (შემდგომში - სამსახურის უფროსი) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური.

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-2 თავი ამოღებულ იქნეს.

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შე­სა­ბა­მი­სად.

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება - მეორადი სტრუქტურული ერთეული;

9. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-7 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შე­მად­გენ­ლო­ბაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;


მუხლი 5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №28 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016248)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო სამსახურის  დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური - წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას.

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

6. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5.   მერიის  სამსახურის უფროსი:

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

7.სამსახურის უფროსი  თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

8.სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს რომელიმე  მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი.

7. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-10 პუნქტის  მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3.  განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

8. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-11 პუნქტის  მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.


მუხლი 6. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის,  სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №29 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016249)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის,  სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

5. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.


მუხლი 7. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016250)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება“

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წელიწადში ერთხელ მერს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;“


მუხლი 8. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,14/11/2017 წ., 010260020.35.136.016243)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურის  დებულება“

4.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

 ეს დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის – (შემდგომში – სამსახური)  სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“  


მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე