დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და და საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიშს:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 53 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 53 მოთხოვნა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ქონია;
ვ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის
დამუშავება - გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემის უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები