დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 8 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ყველა განაცხადზე პასუხი გაცემულია;
ბ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე არ მოგვეპოვება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები