კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02/22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02/22
22/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორი

ბრძანება№02/22

 

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტები შეტანილ იქნ ს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.

2.დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტების მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის წარდგენა 6 თვის ვადაში.

3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ასახვა.

4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 
 გენერალური დირექტორინიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1

გრიშა ონიანის სახლი


ლენტეხის მუნიციპალიტეტი,
 სოფ. სასაში
(უბანი - „ჟიბეშხენი“)

 

ეთნოგრაფიული

XIX-XX საუკუნეები

2.

ჯაბა ონიანის

სახლი


ლენტეხის მუნიციპალიტეტი,
 სოფ. სასაში
(უბანი - „ჟიბეშხენი“)

 

ეთნოგრაფიული

XIX-XX საუკუნეები

3.

ჯოტო ონიანის სახლი


ლენტეხის მუნიციპალიტეტი,
 სოფ. სასაში
(უბანი - „ჟიბეშხენი“)

 

ეთნოგრაფიული

XIX-XX საუკუნეები

4.

როსტომ ონიანის სახლი


ლენტეხის მუნიციპალიტეტი,
 სოფ. სასაში
(უბანი - „ჟიბეშხენი“)

 

ეთნოგრაფიული

XIX-XX საუკუნეები

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2