„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016441
61
28/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250050.35.122.016441
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016301. 28/04/2015) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი



დანართი №1

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დებულება

მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე  მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (მერის)  სათათბირო  ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 
მუხლი 3
 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კურატორი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც შეიძლება იყოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს შემადგენლობაში გარდა თავმჯდომარის და მოადგილისა, შედიან:

ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ)  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;

გ) წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი;

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;

ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი;

ვ)  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – არქიტექტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;

თ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

ი) წყალტუბოს საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი;

კ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დირექტორი;

ლ) არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაკეთოთ ერთად“ თავმჯდომარე;

მ) შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

7. საბჭოს ჰყავს მდივანი.

8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.

9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

10.  საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭო, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით. საბჭო, საბჭოს  თავმჯომარის წარდგინებით.

11. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

მუხლი 4
საბჭოს ამოცანებია:

 ა)  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; შშმ პირთა უფლებების დაცვა;

ბ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას  და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები.

გ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;

ე) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას.

მუხლი 5
1. საბჭოს ფუნქციებია:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფის მიზნით;

ბ)  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის, სსიპ-ების და სხვადასხვა არასამთავრობო  ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;

გ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, საკრებულოსთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

დ) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ე) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;

ვ) შშმ პირებთან დაკავშირებით  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

ზ) შშმ პირებთან დაკავშირებით  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

თ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და  კოორდინაცია;

ი) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული  აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

კ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან  გამომდინარე.

მუხლი 6
საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;

გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;

დ) ამტკიცებს სამუშაო გეგმას და ათანხმებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს;

ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.

მუხლი 7
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე  მუნიციპალური პროგრამების, აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში;

ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებების, პროექტებისა და კორესპოდენციების განხილვას;

გ) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 8
 საბჭოს მდივანი:

 ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;

გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს  დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;

ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 9
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან  რეკომენდაციისაგან;

გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მოზეზით;

ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა  ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ  საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ:

ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან  გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადა გარდაცვლილად;

დ) გარდაიცვალა.

მუხლი 10
1.საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ.

2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია  თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება  წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მუხლი 11
1. საბჭო, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.